Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პარლამენტი გენდერული თანასწორობის შესახებ ახალ კანონს მიიღებს

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2010-02-04

საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე `გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონს მიიღებს. კანონის ინიცირება `ქალთა პოლიტიკურ რესურსცენტრს” ეკუთვნის, რომელმაც პარლამენტს 2004 წელს მიმართა, თუმცა ამ დრომდე, როგორც საზოგადოებრივ, ასევე საკანონმდებლო განხილვებს გადიოდა. არსებულ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უკვე უყარა. ახალი კანონი საერთაშორისო გამოცდილებასა და გაერო-ს `ქალთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის მთავარ დებულებებსა და პრინციპებს ეყრდნობა. კანონპროექტი განიხილეს და მოწონებით მიიღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულმა კომიტეტებმა. 

კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია. რომ მისი მზიანია: საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის მიღწევა, სათანადო პირობების შექმნა, ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, სქესის ნიშნით ყოველგვარი დისკრიმინაციის თავიდან აცილება და აღმოფხვრა.

გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფო შემდეგ ვალდებულებებს აიღებს: სამართლებრივი ბაზის სრულყოფა; ამ კუთხით მიმართული სპეციალური პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; სქესთა ნიშნით მოქალაქეთა დისკრიმინაციისკენ მიმართული ყველა სახის ინფორმაციის გავრცელებისგან საზოგადოების დაცვა; გენდერულ, სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული ბიუჯეტის მხარდაჭერა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.

ამასთან, კანონი ადგენს ქალისა და მამაკაცის კონსტიტუციით განსაზღვრულ თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად მიმართულებებსა და გარანტიებს, განსაზღვრავს მათი განხორცილებეის მექანიზმებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker