კატეგორია: გენდერული პოლიტიკა  2010-02-11
პარლამენტს ორი ქალი დეპუტატი შეემატება. საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე, პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების საკითხს განიხილავენ.
კერძოდ, მირზა დავითაიას ადგილმონაცვლე ელენე ჯავახაძე იქნება, ვანო ხუხუნაიშვილის კი, გურანდა ჯაბუა. მირზა დავითაია გასულ წელს დიასპორებთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. რაც შეეხება ვანო ხუხუნაიშვილს, ის 26 იანვარს გარდაიცვალა.
1973 წელს დაბადებული ელენე ჯავახაძე ზოგადი პროფილის ექიმი-პროფილაქტიკოსია, მუშაობდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში. ჯავახაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
რაც შეეხება გურანდა ჯაბუას, მომავალ დეპუტატს დამთავრებული აქვს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ფაკულტეტი, მუშაობდა მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში, თუმცა, ჯავახაძისგან განსხვავებით, უპარტიოა.
წყარო |