ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს გენდერული თანასწორობის კანონს განიხილავს. კანონპროექტი სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებისას გენდერული ბალანსის დაცვას გულისხმობს. კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით იმ მუხლებს განიხილავენ, რომლებზეც პირველი მოსმენისას გარკვეული შენიშვნები იყო გამოთქმული. გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი საქართველოში პირველად იქმნება.