Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დევნილების ცხოვრება ,,ფეკალურ მასებში"

კატეგორია: დევნილები 
2010-04-06

გორის ყოფილი ნარკოლოგიური შენობის კორპუსში, რომელიც ამჟამად მოზრდილთა პოლიკნილიკის - ,,პანაცეა", უსახლკარო მცხოვრებთა და შემდგომ უკვე შესახლებულ დევნილთა თავშესაფარია, სიბინძურეს უჩივიან. მოსახლეობას კარგი ამინდების გამოსვლა იმიტომ უხარია, რომ ფანჯრებს აღებენ და სუფთა ჰაერს სუნთქავენ. სხვა შემთხვევაში, მილებიდან გამოჟონილ ფეკალური მასების აუტანელ ,,სურნელებას" ეზიარებიან. ჯერ კიდევ 22 მარტს აღელვებულმა დევნილებმა გადაწყვიტეს დედაქალაქში წასვლა და აქციის გამართვა, თუმცა არ გაუშვეს.

რამდენიმე სართულიანი შენობის ქვემოთ შეგროვებული ხალხი მხოლოდ ერთმანეთში საუბრით იჯერებდა თავს. ერთმანეთს შორის ათასჯერ გაზიარებულ პრობლემებს კვლავაც უმეორებდნენ. ჟურნალისტების გამოჩენა არ შეეტყოთ. მათ ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო აწყობდათ.

,,თქვენ რა უნდა გვიშველოთ, თქვენ რაში გვჭირდებით...~ - წამოიძახა რამდენიმე ქალბატონმა და მაშინვე ფეკალური მასების სუნით გაჟღენთილ კორპუსს მიაშურა, ხოლო ჟურნალისტებთან მხოლოდ რამდენიმე ქალბატონი დარჩა. ,,მე არაფრის მეშინია, ყველაფერს ვიტყვი, რაც გვაწუხებს. ირგვლივ გაუსაძლისი პირობებია, 24 ოჯახი შენობის მარჯვენა მხარეს გადავდივართ და იქ ვიყენებთ საპირფარეშოს. სამზარეულო და ტუალეტი ხომ უნდა არსებობდეს? სადაც სამზარეულო იყო, იქ კედლიდან პლასტიკატი ჩამოვარდა და იქაც დის ფეკალური მასა. მოხუცი უსინათლო კაცი ცხოვრობს მეზობლად, პირდაპირ იხრჩობა ამ სუნში. არაფერს ვითხოვ, არაფერს... მხოლოდ ელემენტარულს ვითხოვ... ჩვენი პრობლემების შესახებ იცის მთავრობამ, გამგებელმაც იცის, ჩვენმა მინისტრმაც იცის... დღეს ვაპირებდით წასვლას, მაგრამ ვერ წავედით. უფრო სწორად არ გაგვიშვეს. გვპირდებიან უკვე თვეებია, მაგრამ ამ დაპირებებს ასრულება არ უჩანს. ჩვენი მინისტრი ერთხელ მაინც არ უნდა ჩამოვიდეს აქ? არ აინტერესებს რა დღეში ვართ?" - ამბობს დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი ჟუჟუნა ნიკორიშვილი.

ფეკალურ მასებში ცხოვრებას ჟურნალისტებთან საუბარი არჩია ზიზო ჭოველიძემაც, რომელიც ასევე დიდი ლიახვის ხეობიდანაა დევნილი. ,,გვეუბნებიან, ნუ ჩივიხართ, თორემ უარესი დაგემართებათო... ამაზე უარესი რა უნდა დაგვემართოს? სახლ-კარი დავკარგეთ, ვცხოვრობთ სიბინძურეში, უსუფთაობაში, არავინ ჩვენი მომხედავი არ არის. თავის დღეში მეორად ტანსაცმელს არ ვკადრულობდი, ამჯერად მისი ნატრულიც კი ვართ ზოგჯერ. ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ ხდება ჩვენი პრობლემების მოგვარება, ძალიან საინტერესოა" - ამბობს ზიზო ჭოველიძე.

ადგილობრივ ხელისუფლებას თავდაპირველად ეგონა, რომ ყოფილი ნარკოლოგიური შენობის მობინადრეები ქარიშხალის მიერ დაზიანებული სახურავის გამო ჩიოდნენ. ,,ესე მალე ჩვენ რა ვქნათ, ქარმა გადახადაო" - აიჩეჩეს მხრები ხელისუფლებაში, ხოლო როდესაც დარწმუნდნენ, რომ დევნილები სულ სხვა პრობლემებზე საუბრობდნენ, მერე პოზიცია შეცვალეს: ,,მაგაზე ხარჯთაღრიცხვა შედგენილი გვაქვს, არასამთავრობოებს გადავეცით მონაცემები უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები" - ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი.
,,ქართლის ხმამ" გაარკვია, რომ ამ სამუშაოებზე პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს ორგანიზაცია ,,უორდ უიჟენი".

გაზეთი ”ქართლის ხმა”

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker