Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება

კატეგორია: დევნილები 
2010-04-09

დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დღეს ისანში, კაიშაურის #3-ში, ყოფილი მე-17 საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. 11 დევნილი ოჯახი, რომელთაც ფართები საკუთრებაში გადაეცემათ,  16 წელია, აღნიშნულ შენობაში ცხოვრობს. მათი მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარების მიზნით ერთი თვის წინ სამინისტროს მიმართეს, აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო.

როგორც დევნილებთან საუბრისას კობა სუბელიანმა აღნიშნა, ამ ფართის საკუთრებაში გადაცემის პრობლემა მოხსნილია და დაკანონების პროცესი მაქსიმუმ, ორ თვეში დასრულდება. მათ ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებიც დაუმონტაჟდებათ, ამასთან, ორ დღეში შენობის გადახურვა დაიწყება. ამჟამად საქართველოს მასშტაბით რეაბილიტირებული და დაკანონებულია დევნილთა 400 ობიექტი. აღნიშნული პროცესი 500-მდე ობიექტში გრძელდება.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker