Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ანაკლიაში მცხოვრები დევნილები დახმარების მოლოდინში არიან

კატეგორია: დევნილები 
2010-04-13

სოფელ ანაკლიაში დევნილთა ე.წ. ახალ დასახლებაში გალელების და ოჩამჩირელების 26 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც დღემდე დახმარების მოლოდინში არიან. 2003 წელს აშენებულ სახლებში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია. კოტეჯებს დაზიანებული აქვს სახურავი, რისგამოც სახლების უმრავლესობას აწვიმს. ჩამოშლილი და დამპალია კარ-ფანჯარა. ამიტომ, დევნილები პირობების გაუმჯობესებას საკუთარი სახსრებით ცდილობენ, თუმცა შემოსავალი, რომელიც ერთ სულზე ყოველთვიურად 22 ლარია ამის საშუალებას არ იძლევა. „სახლები ერთ წელიწადში გაფუჭდა. ნედლი ხის მასალისგან გააკეთეს კარ-ფანჯრები და იატაკი და მალევე დალპა. სახურავი თითქმის ყველა სახლს დაზიანებული აქვს და შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთ“, - ამბობენ აფხაზეთიდან დევნილები.

დევნილთა დასახლებაში 50-მდე მოზარდი ცხოვრობს, რომელთა ნაწილი განათლების მიღებას ვერ ახერხებს. მათი მშობლების განცხადებით, დასახლებასთან ახლოს არც საბავშვო ბაღია და არც სკოლა. „ბავშვები განთლებას ვერ იღებენ, ბაღი არ არის სკოლაში წასვლამდე რამე რომ ისწავლონ ბავშვებმა. სკოლა რვა კილომეტრშია და ბავშვები ფეხით სიარულს ფიზიკურად ვერ ახერხებენ. პრეზიდენტი რომ ამბობს ბავშვებმა პატარაობიდან უნდა ისწავლონ ინგლისური ენაო, როგორ და სად ისწავლონ?“ - ამბობს ერთ-ერთი მოზარდის მშობელი.

საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თხოვნით დევნილლებმა  შარშან განცხადებით მიმართეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიუღიათ. „პირადად მე ვიყავი სამინისტროში და მინისტრის კობა სუბელიანის სახელზე შევიტანე განცხადება, მაგრამ პასუხი დღესაც არ მიგვიღია“, - განაცხადა გალიდან დევნილმ.

არსებულ კითხვებზე პასუხის მისაღებად რადიო „ათინათი“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვნეთის სამართველოს უფროსს ლევან მიქავას დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთებაზე სამინისტროს პრესსამსახურის დაუკითხავად უარი განაცხადა. თუმცა, საუბარში აღნიშნა, რომ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის თანახმად, 2013 წლისთვის  იძულებით გადაადგილებილი ყველა პირი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული იქნება.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker