Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა დედაენის დღე აზერბაიჯანელ თანატოლებთან ერთად აღნიშნეს

კატეგორია: დევნილები 
2010-04-14

აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა დედაენის დღე აზერბაიჯანელ თანატოლებთან ერთად აღნიშნეს. როგორც "პირWელს" "აფხაზეთის მედიაცენტრიდან" აცნობეს,  დედაენის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის  მინისტრი დალი ხომერიკი აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტის არაქართულენოვან საჯარო სკოლას ეწვია. აფხაზეთიდან დევნილმა, მათ შორის ეთნიკურად აფხაზმა ბავშვებმა  და  მათმა აზერბაიჯანელმა თანატოლებმა ერთობლივი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს და სპორტული შეჯიბრებები გამართეს,  სკოლის ეზოში კი მეგობრობის  სიმბოლოდ მარადმწვანე ხე დარგეს, რის შემდეგაც მამხუტის VI-VII საუკუნით დათარიღებული დარბაზული ტიპის  ეკლესიისკენ ერთობლივი ლაშქრობა მოეწყო. ცნობისთვის, აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის "სასკოლო პარტნიორობა" ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანს ქართული ენის პოპულარიზაცია, აფხაზი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამეგობრება, არაქართულენოვან ახალგაზრდებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავება და  კონფლიქტის ზონაში ქართული ენის სწავლების პრობლემებთან დაკავშირებით მათი ინფორმირება წარმოადგენს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker