Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბაღდათში დევნილებმა ფართები მიიღეს

კატეგორია: დევნილები 
2010-04-16

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში დევნილებს ესტუმრა. ერთ-ერთი დევნილი ოჯახი, რომელსაც მინისტრმა და ელჩმა კეთილმოწყობილი სახლი საკუთრებაში გადასცა ხიჯაკაძეები იყვნენ.

დევნილებმა მინისტრთან და ელჩთან საუბრისას აღნიშნეს, რომ საკუთრების გადაცემის შემდეგ ყველაფერს თვითონ გააკეთებენ. აფხაზეთიდან დევნილი, ამირან ხიჯაკაძე: “ადრე სხვის სახლში ვცხოვრობდით და საშუალება არ გვქონდა. ახლა საკუთარი სახლი გვაქვს და აწი ყველაფერს თავად მივხედავთ.”

საელჩოს ინიციატივით იმერეთის სოფლებში სულ 20 სახლი აშენდა. დღეიდან აფხაზეთიდან დევნილი 74 ოჯახი საკუთარ სახლში იცხოვრებს.

ვიტორიო სანდალიმ დევნილებთან საუბრისას აღნიშნა რომ იმერეთის რეგიონში განხორციელებული პროექტი ინოვაციური მოვლენა იყო: “ეს სახლები მაღალი ტექნიკუირი სტანდარტებით აშენდა, დევნილ მოსახლეობას აქვს უფლება იცხოვროს ღირსეულ პირობებში და ამასთანავე მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.”

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა დევნილი, რომელიც ნათესავებთან ან ქირით ცხოვრობს ახლო მომავალში ასეთ პირობებში იცხოვრებს: “ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისძმევით ბაღდათის რაიონში სოფელ დიმში 20 სახლი აშენდა. ეს სახლები დღეიდან დევნილების საკუთრებაა, მათ შეუძლიათ მიწა დაამუშაონ და მეურნეიობას მიჰყონ ხელი.”

იმერეთში დევნილებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker