Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კობა სუბელიანმა 15 ქვეყნის ჟურნალისტი მიიღო

კატეგორია: დევნილები 
2010-04-19

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჟურნალისტები საქართველოში დევნილთა მდგომარეობით კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ. 15 ქვეყნის – პოლონეთის, საფრანგეთის, ესპანეთის გერმანიის, იტალიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ლიტვის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა მიიღო.

ჟურნალისტები ომის შემდეგ საქართველოში არსებული სიატუაციით, დემოკრატიის განვითარებითა და დევნილთა მდგომარეობით დაინტერესდნენ. კობა სუბელიანთან საათნახევრიანი შეხვედრა მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართეს და ამომწურავი პასუხები მოისმინეს.

მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა, როგორ მიმდინარეობს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტი; თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში; როგორ ცხოვრობდნენ სამი თვის განმავლობაში დევნილები კარვებში; რამდენად ოპერატიულად მოხერხდა მათთვის სახლების აშენება და ბინებით დაკმაყოფილება; ცეცხლის შეწყვეტიდან 3 თვეში როგორ აშენდა კოტეჯები; 70 000 დევნილი ბინებით როგორ დაკმაყოფილდა და ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის დახმარებით და სახელმწიფომ ომის შედეგების არმოფხვრა როგორ შესძლო.

ასევე, მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებს ეხებოდა. ევროპელი ჟურნალისტების ნაწილმა აღნიშნა, რომ ისინი პირველად იყვნენ საქართველოში. ნაწილისთვის კი, ეს ვიზიტი პირველი არ იყო. მაგალითად: პოლონეთის წამომადგენელმა, რომელიც მეორედ იმყოფება საქართველოში აღნიშნა, რომ საქართველო არის ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა, რომ სახელწიფო ყველაფერს აკეთებს დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ასევე ყურადღება გაამახვილა რომ საქართველო არის ტიპიური ევროპული ქვეყანა და ძალიან მოიხიბლა ახალგაზრდა მინისტრთა კაბინეტით.

ევროკავშირის დელეგაცია ხვალ წეროვანსა და გორში გაემგზავრება და დევნილ მოსახლეობას შეხვდება. ისინი ადგილზე ნახავენ როგორ ცხოვრობენ დევნილები და რა გააკეთა მათვის სახელმწიფომ.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker