Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ვანის ქუჩაზე დევნილებმა საკუთრება მიიღეს

კატეგორია: დევნილები 
2010-04-19

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, თანამშრომლებთან ერთად, ვანის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრი დევნილებს დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმასა და სამომავლო ღონისძიებებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სიტყვა - დევნილებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემა ეტაპობრივად ყველას შეეხება.

აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 51 ოჯახი, 84 ადამიანი ცხოვრობს. ისინი საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს უახლოეს დღეებში მიიღებენ.

ლიანა დარციმელია, აფხაზეთიდან დევნილი: “17 წელია, აქ ვცხოვრობთ და არავის გავხსენებივართ. ჩვენი მთავარი პრობლემა კანალიზაცია და საკუთრება იყო. სამინისტროს მივმართეთ. ხედავთ, რომ კანალიზაციის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა გადაგვიხურეს და ფართის საკუთრებაში გადაცემაც დასრულებულია. ახლა საჯარო რეესტრიდან ამონაწერს ველოდებით. უკვე საკუთრება გაგვაჩნია. თუ გაზიფიცირებაშიც დაგვეხმარებიან, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.”

კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროცესი სხვა კომპაქტურ ჩასახლებებშიც გაგრძელდება: “აღნიშნულ ობიექტში მცხოვრებ დევნილებს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ეს ფართი საკუთრებაში გადაეცათ. ხედავთ, რომ შენობის გადახურვა დასრულდა, ასევე გაკეთდა წყალგაყვანილობა, მოწესრიგდა ელექტროობა და საკანალიზაციო სისტემები. დაახლოებით სამ ოთხ თვეში ინდივიდუალური გამრიცხველიანება ექნებათ და ელექტროენერგიის საფასურს უკვე უპრობლემოდ გადაიხდიან. ეს პროცესი გრძელდება და როგორც აქ, ისე სხვა კომპაქტურ ჩასახლებებში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ იგივე პროგრამა შეეხებათ.”

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker