ყოფილი ნევროლოგიის ინსტიტუტის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა და მიწისძვრით დაზარალებულებმა დღეს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა "პირWელს" განუცხადეს, მსგავსი თხოვნით მათ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. აციის ერთ-ერთი ორგანიზატორის – "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, "კანონით, მერია ვალდებულია, მსგავსი განცხადების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს წერილობითი პასუხი 10 დღის ვადაში გასცეს, რაც დღემდე არ ხდება, ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობის ნებასა და კანონს უგულებელჰყოფს". ყოფილი ნევროლოგიის ინსტიტუტის შენობაში დევნილი და მიწისძვრით დაზარალებული 300-მდე ოჯახი 2002 წლიდან ცხოვრობს.