Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თელავში ჩასახლებული დევნილები ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ

მარიამ ხანჯალიაშვილი
კატეგორია: დევნილები 
2010-04-22

სპექტრი. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ცხინვალის რეგიონიდან თელავში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ორგანიზატორი და ინიციატორი იყო არასამათავრობო ორგნიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,“ რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ახორციელებს პროექტს _ „ერთად ჩვენ შევძლებთ.“ შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სოციალურ საკითხთა კომიტეტის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები. სამხრეთ ოსეთიდან დევნილებმა ადგილობრივ ხელისუფლებას არსებული პრობლემები გააცნეს. როგორც თვითონ აღნიშნავენ, ერთ-ერთი უპირველესი სათხოვარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოყოფა და დაკანონებაა. „გვინდა, ნაკვეთები ისეთ ადგილას გამოგვიყონ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მისვლის პრობლემა არ გვქონდეს. შეგვპირდნენ, რომ საცხოვრებელი ბინის გარშემო არსებულ ტერიტორიას გადმოგვცემენ. ეს ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება,“ – გვითხრა ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა ნიკოლოზ მძინარაშვილმა. „ყველანაირად ვცდილობთ დევნილებს დახმარება გავუწიოთ, მაგრამ ამას ფინანსური ხასიათი ვერანაირად ვერ ექნება. ვთავაზობთ შუამდგომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან, იქნება ეს საჯარო რეესტრი თუ თელავის წყალკანალი. თანხების გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება მოთხოვნილი ტერიტორიის გადაცემას, ამ პრობლემას უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ,“ – განუცხადა „სპექტრს“ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით ქსოვრელიშვილმა. დევნილების პრობლემებსა და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროექტზე „ერთად ჩვენ შევძლებთ“ „სპექტრი“ ვრცლად რამდენიმე თვის წინ, გაზეთის 2010 წლის #1-შიც წერდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე დევნილების პრობლემური საკითხები კვლავაც გადაუჭრელი რჩება.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker