დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) სამიტის დამსწრე სუსტი სქესის დელეგატებთან დაკავშირებით ახალი კვოტა დააწესა. ამიერიდან ყოველ ოთხ პოლიტიკოს და ბიზნესმენ კაცზე ერთი ქალი უნდა მოდიოდეს.
ამრიგად, წელს დავოსში სუსტი სქესის მინუმუმ 500 წარმომადგენელი ჩავა. 2005 წლამდე მათი წილი 15%-ს არ აჭარბებდა, ბოლო წლებში კი ეს მაჩვენებელი 17%-მდე გაიზარდა.
სკეპტიკოსები ამბობენ, რომ პროგრესი უმნიშვნელოა და საჭიროა შემდეგი თანაფარდობა დაწესდეს - 3:1, ან 2:1.
2011 წლის დავოსის სამიტზე, რომელიც თებერვალში გაიმართება, 2,5 ათასი სტუმარია მიწვეული, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, გაერო-ს გენერელური მდივანი პან გი მუნი, ასევე საუდის არაბეთისა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.