Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ანამ დაიწყო, ბარტოლიმ დაამთავრა

კატეგორია: სპორტი 
2011-05-25

პარიზში ანა ტატიშვილი ეგრევე პრესტიჟულ კორტზე და­აყენეს.

საქართველოს პირველი და მსოფლიოს 106-ე ნომერი თავიდანვე პოპულარულ ფრანგზე, მარიონ ბარტოლიზე გავიდა და რამდენიმე ათასი გულშემტკივრის წინ, პირ­ველ კორტზე დადგა. საინტერესო ტესტი იყო. ტატიშვი­ლი "როლან გაროზე" პირველად თამაშობდა ძირითად­ში, პირველად გავიდა პირველ კორტზე და პირველად მოუგო სეტი მსოფლიოს მეთერთმეტე ქალბატონს. ანამ წააგო და მაინც კარგი იყო. ტატიშვილმა სერიოზულ მო­წინააღმდეგეს პირველ სეტში ბევრჯერ წაართვა მოწოდე­ბა და ბევრი ბრეიქით სეტი 6:1 მოიგო. ბოლო ორი სეტი ბარტოლიმ 6:2, 6:1 წაიღო. ბარტოლი უკეთესი იყო და ფრანგმა უნივერსალმა ლოგიკურადაც მოიგო.

ტატიშვილი მზარდი გოგონა, მშვენიერი საჩოგბურთო პროდუქტია. ანამ წელს წინა სეზონებზე უკეთ ითამაშა და პირველ ასეულს მიუახლოვდა. ნორმალური ჩოგბურთი უკანა ხაზიდან, აქტიური და გამოსასწორებელი კომპლექ­სური თამაში და მონდომება. ყველაფერი ჯამურად და­ლაგდა და ტატიშვილის ჩოგბურთიც დალაგდა. ბარტო­ლისთან პირველ სეტში ანამ არჩვეულებრივად, ლტოლ­ვით ითამაშა, თითქმის ყველა ქულა მოიგო და ბარტო­ლის აგრესიაში აჯობა. პირველი სეტის ჩოგბურთი ანამ ვეღარ გაიყოლა და ბარტოლიმ კლასით მოიგო.

ფრანგი თითქმის სულ პირველ ათეულთან ტრიალებს. ბევრს იგებს, ცოტას არ აგებს, არასტაბი­ლურია და ძალიან პოპულარული. ბარტოლი ოთხი წლის წინ უიმბლდონის ფინალში გავიდა და ერთეულებში (იმავე სეზონის 22 ოქტომბერს) მეცხრე იყო. ბარტოლი სულ სადღაც ცელქობს, აქ­ტიურობს, უსახლაროებს დახმარებას უწევს, ყველასთვის ხასიათის გამოკეთებას ცდილობს. საფ­რანგეთშ მარიონი უფრო პოპულარულია, ვიდრე გაელ მონფილზი და ნაკლებად პოპულარუ­ლი, ვიდრე ჟო-ვილფრედ ცონგა.

ანამ ბევრი შეცდომა დაუშვა. მთელი ტესტი ორ საათზე ნაკლებში ჩაეტია და ტატიშვილს ამ დრო­ში 34 უნებლიე და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ტატიშვილისთვის სტანდარტული შედეგია, მაგ­რამ ბარტოლისთან ანა სხვა ჩოგბურთს ვერ ითამაშებდა. ბარტოლისთან ჩვენი გოგო აგრესორი უნდა ყოფილიყო და ბარტოლისთან ანამ პირველ სეტში შედევრი შექმნა. უბრალოდ, შემდეგ მონდომებულ მხატვარს ფუნჯი უფრო გამოცდილმა შემქნელმა წაართვა და ყველაფერი თავისე­ბურად დაასრულა. ბარტოლიმ ბოლო ორ სეტში ძალიან კარგი, პირველი ათეულის წევრის, ფა­ვორიტის ჩოგბურთი ითამაშა.

ანა ტატიშვილი წელს მეტს და უკეთ თამაშობს. ბარტოლიზე და სხვა მტაცებლებზე ქართველი იშ­ვიათად გავა, რადგან სარეიტინგო ქულების აღებას ჩელენჯერებზე ეცდება და ჩელენჯერებზე ბარტოლი და იანინა ვიკმაიერი, ან ჯულია გიორგესი არ თამაშობენ. დაბალი ეშელონიდან ანა საკმარისი ქულების აღების შემთხვევაში, სერიოზულ, უმაღლესი კატეგორიის ტურნირებზე ყო­ველთვის კვალიფიკაციის გარეშე დაიშვება. კარგი იქნებოდა საფრანგეთის ღია პირველობის კარგად დაწყება და უკეთესი იქნება, თუ ბარტოლისთან წაგებით, ანა ბევრ რამეს აითვისებს. გა­მოსასწორებელი ბევრია და ტატიშვილს პროგრესის რეალური რესურსი აქვს. მარიონ ბარტო­ლისთან ანამ 17 გათამაშება აუღებელი დარტყმით დახურა და 1 ეისი გააკეთა. ბარტოლიმ შეხ­ვედრა 5 ეისით, 22 ვინერით, 7 ორმაგი და 31 უნებლიე შეცდომით დაასრულა. ბარტოლისთვის ეს მეათე "როლან გარო" იყო და ტატიშვილი პარიზის გრუნტზე, ძირითადი ბადის მონაწილის სტატუსით პირველად გავიდა. ანას უკეთესი შეხვედრები უნდა ვნახოთ. აუცილებლად ვნახავთ. საფრანგეთის ღია პირველობა ქართველი გოგონასთვის დაიწყო და დასრულდა. სეზონი გრძელდება. სეზონმა ბევრი მოგება უნდა ჩაიტიოს.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker