უკრაინის კანონმდებლობაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი უფლებები ბავშვთა შემწეობაზე, გვევლინება მნიშვნელოვან გარღვევად გენდერული თანასწორობის დამყარებაში საჭიროა უკრაინის საზოგადოებაში იმპლემენტაცია, სოციალური სამართლიანობისათვის.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა კიევის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის წარმომადგენელმა, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ალა შლაპაკმა, ,,უკრაინის რამოდენიმე კანონში ცვლილებების შეტანა სრულყოფს ბავშვიანი ოჯახების დახმარებას, დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის და მათი სოციალური დავცის გაუმჯობესებას”.
დეპუტატმა შეგვახსენა, რომ გასული წლის ივლისში კიევის საკრებულოს დეპუტატებმა მიმართეს უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინის რადას , მინისტრთა კაბინეტს, მარტოხელა მამების კონსტიტუციური უფლებების დაცვის პრობლემატიკაზე.
,, გავიდა წელი, თუმცა ნაწილობრივ, ქვეყნის მთავრობამ, მოუსმინა საბჭოს დეპუტატებს. ჩვენი წინადადება გათვალისწინებულია, რომელიც ეხება სოციალურ გარანტიას ობოლი ბავშვების დასაცავად, რომლებსაც მამები ზრდიან, მაგრამ საბოლოო არ არის და ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია”, - აღნიშნა ალა შლაპაკმა.
როგორც დეპუტატი ამბობს, მარტოხელა მამები, რომლებიც დამოუკიდებლად ზრდიდნენ შვილებს დედის გარდაცვალების შემდეგ, არ ჰქონდათ უფლება დანიშვნოდათ სახელმწიფო დახმარება ბავშვებისათვის, რაც უკუმაჩვენებელი იყო გენდერული თანასწორობის, ირღვეოდა მათი სამოქალაქო და ბავშვის უფლებები. ,,ჩვენს ქვეყანაში ბევრ ოჯახს მინიმალური შემოსავალი აქვს, და თუკი უბედურება ხდებოდა და მამა გარდაიცვლებოდა, ფინანსური შესაძლებლობები კიდევ უფრო მცირდებოდა, სახელმწიფო უზრუნველყოფდა დედებს. თუმცა, იურიდიული კოალიციის გამო, მარტოხელა მამები ასეთ დახმარებას მოკლებულნი იყვნენ, და ეს ყველაფერი ბავშვებზე ისახებოდა. ბავშვები ხომ ერთნაირად მწვავედ განიცდიან, რომელიმე მშობლის დაკარგვას”, - აღნიშნავს ალა შლაპაკი.
მისივე თქმით, ასეთ მამაკაცებს, ზოგჯერ უხდებათ მეურვვეობა ბებიებს გადაუფორმონ, რათა, მიიღონ დახმარება ბავშვის შენახვისა და აღზრდისათვის. ,,დედებსა და მამებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები ბავშვთა შემწეობაზე, ეს პირველ რიგში, ბავშვებზე აისახება. კანონში ცვლილებები გვევლინება დიდ ნაბიჯად უკრაინაში სოციალურ სამართლიანობისათვის”.