Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

შობადობის ბუმი საქართველოში

Категория: Гендер в мире 
2011-08-02

საქართველოში მოსახლეობის მკვეთრ შემ­ცირებასა და მოსალოდნელ დემოგრაფი­ულ კატასტროფაზე, ბევრს საუბრობენ. შეშ­ფოთება საფუძველს მოკლებული არ არის: 1999-დან 2009 წლამდე არსებული შობადო­ბის დონე, თაობათა განახლებას ვერ უზრუნველყოფდა. აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმი მოსახლეობის ბუნებრივი გზით კლე­ბას იწვევდა. დღეისთვის განსხვავებული ტენდენციები შეიმჩნევა.

 გასულ კვირას, საქართველოში რიგით მესამე რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მონაცემები გამოქვეყნდა. მათი მიხედვით, 2005-დან 2010 წლამდე, შობადობა 25%-ით გაიზარდა.

 კვლევამ 6 ათასამდე ქალი და 11 რეგიონის მონაცემები მოიცვა. რესპონდენტთა უმრავლე­სობა (87%) ქართველი იყო, 5-5% – ეროვნებით სომეხი და აზერბაიჯანელი. სხვა დანარჩენი 3%-ს შეადგენდა.

 ქალთა 35%-ს კიდევ სურს ბავშვის გაჩენა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქალებში, ვისაც უკვე ჰყავს 2 ან მეტი შვილი (21%). შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებე­ლი 20-24 წლის და 25-29 ასაკის ქალთა ჯგუფებში აღინიშნა (36% და 29%), 15-19 წლის ასა­კობრივ ჯგუფში მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.

 კვლევის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ხელოვნური აბორტების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 48%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია 1999 წლიდან შეიმჩნევა, ბოლო 5 წელიწადში კი – განსაკუთრებით. დღეისთვის ერთ ქალზე 1.6 ხელოვნური აბორტი მოდის. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა შობადობის მაჩვენებელმა აბორტებისას გადააჭარბა.

 2010 წლისთვის, თითქმის 64%-თაა შემცირებული 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა. თუ 1995-1999 წლებში სიკვდილი 1000 ცოცხლად შობილ ბავშვზე 45.3 შემთხვევაში დგებოდა, 2010 წლისთვის 16.4-მდეა შემცირებული. ეს ჯერ კიდევ შორსაა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლისგან (7 და ქვემოთ). ეს ტენდენციები, მცირედი განსხვავებით, თანხვდება საქარ­თველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.

 მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ქორწინებათა რეგისტრაციის რიცხვიც. იუსტიციის სამინის­ტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს საქართველოში 31 464 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. ანუ, ბოლო 6 წელიწადში, ქორწინების რეგისტრაცი­ა 73%-ითაა გაზრდილი.

 კვლევიდან გამომდინარე, უკანასკნელი სამი წლის ინტერვალით, შობადობის კოეფიციენ­ტი ერთ ქალზე 2.0 ბავშვია. ეს მაჩვენებელი 2005 წლისას 25%-ით აღემატება და თანამედ­როვე საქართველოში, ოდესმე გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს შორის, ყველაზე მაღალია.

 განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, როგორც წესი, შობადობის მაჩვენებელი განსხვავებულია: განვითარებულ ქვეყნებში (აშშ, ევროპა, იაპონია) თითქმის 2-ჯერ დაბალია. ასეთ დროს, მოსახლეობის დაბერება სიკვდილიანობის ზრდას იწვევს და ბუნებ­რივი მატება აღარ ხდება. ამრიგად, მოსაზრება, რომ ეკონომიკურ აღმავლობას დემოგრა­ფიული აღმავლობა მოსდევს, მცდარია.

 ამ მხრივ, განსხვავებული მდგომარეობაა საქართველოში. მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით, დღემდე, განვითარებული ქვეყნების გვერდით ვხვდებოდით, გარე მიგრა­ციის მაჩვენებლის მიხედვით – განვითარებადის, სადაც გარე მიგრაცია ბევრად მაღალია. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, მიგრაციის მხრივაც კლება შეინიშნება.

 ქართველი დემოგრაფები ამბობენ, რომ შობადობის კოეფიციენტი მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისთვის საკმარისია – სხვა დანარჩენი ფაქტორების – აბორტების, ქალთა რაო­დენობის და მიგრაციის სალდოს გათვალისწინებით. დემოგრაფიის სამეცნიერო-საკონსულ­ტაციო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი წულაძის თქმით, დადებითი ტენდენციები სახეზეა, თუმცა, ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება და შობადობა კვლავ დაიკლებს.

 ქორწინება, ოჯახის შექმნა და ბავშვების გაჩენა გარკვეულწილად ეკონომიკის ზოგადი კანო­ნებით აიხსნება. ღრმა სტრუქტურული მიზეზები აქვს შობადობის კლებასაც. განვითარებუ­ლი ეკონომიკის პირობებში, ადამიანებს ბავშვის გაჩენის ნაკლები მოტივაცია აქვთ. ამას იწვევს, თუნდაც, პოტენციური დედების მზარდი დასაქმება და შემოსავლის მატება. მაგალითად, საქართველოში რეპროდუციული ჯანმრთელობის კვლევამ აჩვენა, რომ უკა­ნასკნელი ათწლეულში, იმ ახალგაზრდა ქალების რაოდენობა, ვინც უახლოესი 2 წლის მან­ძილზე ბავშვის გაჩენას გეგმავს, 29%-ით შემცირდა. 30 წლის და მეტი ასაკის ქალთა შორის მაჩვენებელი გაიზარდა. სავარაუდოდ, ეს ახალგაზრდა ქალთა დასაქმების ზრდას უკავშირდება. ხდება შვილის გაჩენის ვადის გადავადება, რადგან მშობლებს ურჩევნიათ, სა­კუთარ განათლებას მიხედონ, რაც, ეკონომისტების აზრით, სარფიანი კაპიტალდაბანდებაა.

 გარდა ამისა, ბავშვის აღზრდა დროის დიდ ნაწილს მოითხოვს. განვითარებულ ქვეყნებში, მშობლებს სურთ, მეტი ინვესტიცია განახორციელონ საკუთარ შვილში და ძვირადღირებუ­ლი განათლება მისცენ. ამიტომ, ურჩევნიათ, ნაკლები, სამაგიეროდ, მეტად „ხარისხიანი” შვილი იყოლიონ.

 ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის დემოგრაფიულ დინამიკაში ჩარევა და ხელოვნური სტიმულირება უიმედო წამოწყებაა. სხვადასხვა სფერო­ებში სახელმწიფოს როლის ზრდა და მის მიერ სამოქალაქო ინსტიტუტებისა და ოჯახის ჩანაცვლება, შობადობის მაჩვენებელს არ ზრდის. პირიქით, ეს ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი, ფაქტორია, რომელიც ამ მაჩვენებლის კლებას განაპირობებს.

 გარი ბეკერის ადამიანური კაპიტალის თეორიის მიხედვით, მშობლებს „ეგოისტ” შვილთან ალტრუისტული დამოკიდებულება აქვთ: მასში ინვესტიციას ახორციელებენ და დაბანდებუ­ლი კაპიტალის უკან დაბრუნებას ელიან – მომავალში შვილებმა მათზე უნდა იზრუნონ. მშობლებს არ აქვთ რაიმე გარანტია ან იძულების მექანიზმი, შვილი ამით დაავალდებულონ, ამიტომ პასუხისმგებლობას, მოვალეობასა და დედ-მამის სიყვარულს უნერგავენ. მოგვიანებით, ეს ირიბად, მაგრამ ეფექტიანად აიძულებს შვილებს, რომ მშობ­ლებზე იზრუნონ.

 ბეკერი ამტკიცებს, რომ მსგავსი ინვესტიცია, ხშირად, შემოსავლიდან სიბერისთვის გადანა­ხულ დანაზოგებზე მომგებიანია. სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც შვილების დახმა­რებას სოციალური მხარდაჭერით, პენსიებით ანაცვლებს, მშობლისთვის ბავშვის ყოლის ღი­რებულებას ზრდის – მას წამგებიან ინვესტიციად აქცევს. შესაბამისად, კლებულობს ბავშვის გაჩენის მოტივაციაც. შედეგად, სახელმწიფოსა და სოციალური დაცვის სისტემის როლის ზრდა, შობადობის შემცირებას უწყობს ხელს.

 აღსანიშნავია, რომ სადაც ორგანიზებული რელიგია – ეს უძველესი სამოქალაქო ინსტიტუ­ტი – არსებობს, შობადობა უფრო მაღალია. დემოგრაფები ფიქრობენ, რომ საქართველოში შობადობის ზრდას პატრიარქის მიერ მშობლების მოტივირებამაც შეუწყო ხელი.

 შობადობის მაღალი კოეფიციენტი და მოსახლეობის ზრდა, თუ ის თავისთავად ხდება, ეკო­ნომიკისთვის სასარგებლოა – იზრდება სასარგებლო იდეებისა და შრომისუნარიანი ადამია­ნების რაოდენობა, კეთდება ადამიანური კაპიტალის ინვესტირება, გროვდება ცოდნა და ბა­ზარზე ახალი ალტერნატივები წარმოიქმნება.

 როგორც წესი, სტიმულირების შედეგად იმატებს არა შობადობა, არამედ ქალები უფრო ად­რეულ ასაკში აჩენენ შვილებს. ხოლო თუ შობადობის ბუმი გამოიწვია, ამას ახალგაზრდების დიდი რაოდენობა მოსდევს, რომლებიც ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს – შრომის ბაზარ­ზე თუ სექსუალურ ცხოვრებაში. ამიტომ, დანაშაულისკენ მიდრეკილნი ხდებიან და მაღლდე­ბა აგრესიის დონე. მკვეთრი დემოგრაფიული ზრდა პრობლემას ქმნის აღმოსავლეთ ქვეყნე­ბის შემთხვევაშიც, იმატებს მუსლიმი „საომარი ასაკის” მამაკაცთა რიცხვი – შესაბამისად, ტერორიზმის საფრთხეც იზრდება.
 სხვა მხრივ, დემოგრაფიული მდგომარეობა ხელოვნური ჩარევის გარეშე, თავისთავად რეგულირდება.

Источник 

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker