ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე, რომელიც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 447-ე ადგილზე გახლავთ, გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენს სტუმრობს და 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობს.
კვალიფიკაციაში მე-6 ნომრად განთესილმა გორგოძემ პირველ რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი ჩეხი ვერონიკა ზავოდსკა 6:4, 6:0 დაამარცხდა და დასკვნით წრეში გააღწია, სადაც მე-9 განთესვის მქონე ჩილელ დანიელა სეგუელს გაეჯიბრება.
წყვილებში გორგოძე და ჰოლანდიელი ანჯელიკ ვან დერ მეეტი გერმანელ ვერნერსა და ჰოლანდიელსავე ტამაელას დაუპირისპირდებიან.
თურქეთის ქალაქ სტამბულში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო სოფო ქვაცაბაიამ. ქართველმა ჩოგბურთელმა “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოთამაშე სლოვენიელ იანინ კოლეტას 6:2, 6:1 მოუგო და მერვედფინალში გააღწია, სადაც ძალებს ესპანელ პარიზას-დიაზსა და ბერძენ ფაფალიუს შორის უმჯობესთან მოსინჯავს