Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქა-რთველო ძირითად ბადეშია, გეორ-გია კვალიფიკაციის ფავორიტია

საინფორმაციო სააგენტო "მსოფლიო სპორტი"
კატეგორია: სპორტი 
2011-08-03

ბოლოდროინდელი წარუმატებელი ასპარეზობის გამო, პლიაჟის ფრენბურთის ქართული წყვილები საქა-რთველო და გეორ-გია მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპში, რომელიც დიდი სლემის ეგიდით ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში იმართება, საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებნენ.

 პირველად, საქმეში ქალთა დუეტი საქა-რთველო (კრისტინ სანტანა-ანდრეცა ჩაგაში) ჩაერთო და ძირითადი ბადის საგზურიც მოიპოვა. მესამე ნომრად განთესილმა ბრაზილიელმა ქართველებმა ავსტრიულ წყვილს (ტეუფლი-კლოპფი, 30-ე) 2:0 (21:18, 21:14) სძლიეს, შემდეგ კი იაპონელებსაც (ურატა-ტაკე, მე-19) სეტისწაუგებლად მოუგეს – 2:0 (21:14, 21:11).

ძირითად რაუნდში საქა-რთველო 30-ე განთესვით ითამაშებს და C ჯგუფში მისი მეტოქეები ბრაზილიური (ტალიტა-ანტონელი, მე-3), ჩეხური (კოლოჩოვა-სლუკოვა, მე-14) და ამერიკული (ფენდრიკი-ჰანსონი, მე-19) წყვილები იქნებიან. ფლეი ოფში რვა ჯგუფის სამ-სამი მოწინავე გააღწევს, საქა-რთველოს კი ყველა მატჩის წაგების შემთხვევაშიც, 80 სარეიტინგო ქულა განაღდებული აქვს.

ვაჟთა ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთადერთი შეხვედრის მოგება მართებს გეორ-გიას, რომელიც კვალიფიკაციაში პირველ ნომრადაა განთესილი და საწყის რაუნდში ისვენებს, მეორე წრეში კი ავსტრალიურ (ბოემი-კაპა, მე-17) და კანადურ (რედმანი-სექსტონი, მე-16) დუეტებს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ გეორ-გიას ღირსებას ასევე ბრაზილიელები ჟორჟ ტერშეირო და რენატო გომეში იცავენ.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker