ევროკავშირის მონიტირინგის მისიის ოფისთან დღეს სოლიდარობის აქცია სახელწოდებით „მე ც დევნილი ვარ“ ჩატარდა.
საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ინიციატივით აქციის პარალელურად, წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდება ევროკავშირის ხელმძღვანელობას და დეტალურად გააცნობენ III-ეტაპით დაზარალებულ დევნილთა მდგომარეობას და იმ მოთხოვნებს რაც დევნილებსა და მათ მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ.
„საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ომბუდსმენის დავით ლილუაშვილის განცხადებით, მათ შეიმუშავეს აგრეთვე მიმართვა, სადაც ასახულია დევნილთა დეგიტიმური და რეალისტური მოთხოვნები.
“ჩვენს მიერ შემუშავებულია მიმართვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის ანდჟეი ტიშკევიჩის სახელზე, სადაც არის შეფასება იმ უმძიმესი მდგომარეობისა,რომელშიც იმყოფებიან 18 ივლისს გამოსახლებული 70 დევნილი ოჯახი, თუ როგორ ირღვევა ხელისუფლების მხრიდან კანონმდებლობა რომლითაც დაცული უნდა იყოს დევნილი. ასევე დოკუმენტში ასახულია დევნილთა ლეგიტიმური და რეალისტური მოთხოვნები”,- განაცხადა ლილუაშვილმა.