Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

აბორტი - თემა განსჯისათვის რუსეთში

ნონა მჭედლიშვილი
კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2011-08-04

რუსეთში აბორტის სერვისების რეკლამირებაზე  შეზღუდვები დაწესდა. შეზღუდვას, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემებისა და ეკლესიის მიერ აბორტის აკრძალვის მოთხოვნის ფონზე, შემოდგომაზე აბორტის პრაქტიკის მკაცრი კონტროლიც  მოჰყვება. საკანონმდებლო ცვლილებამ, თავის მხრივ, შესაძლოა ეკლესიასა და ფემინისტურ მოძრაობას შორის კონფრონტაცია გამოიწვიოს.

 მამა მაქსიმ ობუხოვმა აბორტის საწინააღმდეგო კამპანია 18 წლის წინ დაიწყო, მაგრამ ქვეყანაში, რომელიც აბორტის რეიტინგით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, ობუხოვმა დღემდე  თითქმის ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწია.

გასულ კვირაში პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აბორტის  სერვისის რეკლამირების დროს  სამედიცინო პერსონალს ავალდებულებს პაციენტები იმ რისკების შესახებ გააფრთხილოს, რომელიც ორსულობის შეწყვეტას მოჰყვება. კანონი განიხილება აბორტის აკრძალვის გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯად. რუსეთში აბორტი ორსულობის პირველ ტრიმესტრშია ნებადართული.

 მამა მაქსიმ ობუხოვი საკანონმდებლო ცვლილებას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, აბორტის რეკლამირება სავსებით აკრძალულიყო:

 ”არსებობს მანკიერი, ჩაკეტილი წრე, როდესაც კლინიკებისთვის ბევრი აბორტის გაკეთება ხელსაყრელია. ამიტომ ისინი აწარმოებენ სარეკლამო კამპანიას და კლიენტებს იზიდავენ. ეს კი მოქალაქეებში იწვევს დიდ უკმაყოფილებასა და მღელვარებას. კანონს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.”

 მამა მაქსიმ ობუხოვი აბორტის ტოტალურად აკრძალვასაც ემხრობა, თუმცა აღიარებს იმასაც, რომ ”რუსული საზოგადოება ამისთვის მზად არ არის.”

 საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც სახელმწიფო დუმა შემოდგომაზე განიხილავს, მოიცავს ისეთ რეგულაციებს, როგორიცაა  უფასო აბორტის აკრძალვა სახელმწიფო კლინიკებში, ნაყოფის მოსაშლელი მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემის გაუქმება და აბორტის განაცხადიდან გაკეთებამდე ერთკვირიანი სავალდებულო პერიოდის დაწესება. განხილვის საგანია ასევე  ისეთი წინადადებები, როგორიცაა გათხოვილი ქალებისთვის ქმრის, არასრულწლოვანებისთვის კი მშობლების თანხმობა აბორტზე.

რუსეთში, სადაც რთული დემოგრაფიული ვითარებაა შექმნილი და სადაც  მოსახლეობის რაოდენობა 141 მილიონს შეადგენს, 1 ქალზე საშუალოდ 1,4 ბავშვი მოდის. მოსახლეობის რაოდენობის ზრდისთვის კი, ხელისუფლების გათვლებით, ეს რიცხვი 2,1-ს უნდა შეადგენდეს. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2009 წლის განმავლობაში აბორტის რაოდენობამ თითქმის 1,3 მილიონს მიაღწია.

 იგორ ბელობოროდოვი, დემოგრაფიულ კვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ აბორტების რაოდენობის მცირედი შემცირებაც კი ტენდენციას შეცვლიდა:

 ”აბორტის რიცხვის  თუნდაც 30 პროცენტით შემცირება რომ შეგვძლებოდა, ბუნებრივი კლების ნაცვლად, მოსახლეობის რაოდენობის საგრძნობ ბუნებრივ ზრდას მივიღებდით.”

 აბორტის რაოდენობის შემცირებისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა რუსეთში ახალგაზრდა ფემინისტთა წარმომადგენლები გააღიზიანა. ისინი, ისევე როგორც მათი პარტნიორები დასავლეთში, რეპროდუქციულ თვისუფლებას ქალთა უფლებების ქვაკუთხედად განიხილავენ. არსებობს ასევე მოსაზრებაც, რომ აბორტის შეზღუდვა არარეგულირებად შავ ბაზარს გააჩენს.

ნატალია ბიტენი, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ მცირე  ჯგუფი - „ფემინიზმისათვის” - დააფუძნა,  ამბობს, რომ აბორტის რეკლამის შეზღუდვა ფარისევლობასა და დეზინფორმაციას ეყრდნობა:

 ”სამედიცინო აბორტები, რომლებიც სპეციალიზებულ დაწესებულებებში ტარდება  ექიმის მიერ, უსაფრთხო ოპერაციაა. კი ბატონო, თუ საჭიროა ინფორმაციის წარდგენა და შესაძლო საფრთხეების თაობაზე გაფრთხილება, იმაზეც უნდა  ვისაუბროთ, რომ ორსულობა და მშობიარობა ქალისთვის უფრო მეტი საფრთხის მომტანია, ვიდრე აბორტი.“

 ქალთა უფლებების დამცველები რუსეთში  ამტკიცებენ, რომ შობადობის შემცირება ქვეყანაში არის არა აბორტების, არამედ  დაბალი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის, მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლის სიმცირისა და რუსეთის საშუალო კლასის მიგრაციის შედეგი.

 საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი მოთხოვნა კი, რომელიც განსაკუთრებული დისკუსიის საგანი გახდა, შეეხება აბორტის მსურველი სრულწლოვანი ქალის ვალდებულებას, სამედიცინო დაწესებულებაში ქმრის თანხმობის დამადასტურებელი საბუთი წარადგინოს. თინეიჯერს, შესაბამისად, მშობლების თანხმობა სჭირდება. ადამიანის უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო დააკნინებს საზოგადოებაში ქალის სტატუსს და ოჯახური ძალადობის წამახალისებელი ფაქტორი გახდება.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker