პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ინფორმაციით, დევნილთა გამოსახლების მორიგი ეტაპი ქუთაისში იგეგმება.
„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძე აცხადებს, რომ თავდაპირველად წყალწითელას პანსიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს გამოასახლებენ.
კახა კუკავას პარტიის ინფორმაციით, დევნილების თხოვნით პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციამ დაიწყო აქტიური მუშაობა, რათა შეიქმნას სოლიდარობის კომიტეტი, რომელიც გამოსახლების დაწყების შემთხვევაში, მზად იქნება გაუკეთოს ორგანიზება ქუთაისში მცხოვრებ დევნილთა აქციებს, რათა ხელისუფლება იძულებული გახდეს გადაიფიქორს ერთხელ უკვე საკუთარი სახლებიდან გაძევებული ადამიანების უსახლკაროდ დატოვება.
,,თავისუფალი საქართველო” მოუწოდებს ქუთაისელებს, ნუ იქნებიან გულგრილნი დევნილთა პრობლემის მიმართ და საჭიროების შემთხვევაში დადგნენ მათ გვერდით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა გულუას განცხადებით, პარტია ~თავისუფალი საქართველოს~ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
,,ტყუილია, არანაირი გამოსახლება არ იგეგმება, პირიქით, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება აქტიურ ფაზაში შედის”, _ განუცხადა `მედიანიუსს~ გულუამ.