Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სახალხო დამცველი სუბელიანს რეკომენდაციით მიმართავს

კატეგორია: დევნილები 
2011-08-04

გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ   პირთა,  განსახლებისა  და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს, დევნილთა ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისა და ობიექტების მათ საკუთრებაში გადაცემის მიზნით, შესწავლოს აღნიშნულ ობიექტებში არსებული მდგომარეობა.

გარდა ამისა, იმ ობიექტებში, რომელთა დევნილთათვის გადაცემაც იგეგმება მაქსიმალურად მოკლე ვადაში,  გაატაროს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები, დევნილთა ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისათვის, ხოლო იმ ობიექტებიდან, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, მოახდინოს დევნილთა ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანა. 

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23–ე მუხლით დადგენილ 10- დღიან ვადაში  მინისტრმა სახალხო დამცველს მიაწოდოს ინფორმაცია, იგეგმება თუ არა „ლიკანი 2“ და „ლიკანი 3“–ში მცხოვრებ დევნილთათვის აღნიშნული კომპაქტურად განსახლების ობიექტების კერძო საკუთრებაში გადაცემა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2011 წელს საქართველოს მასშტაბით დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ათეული კომპაქტური განსახლების ობიექტი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ამ ობიექტების ნუსხა სახალხო დამცველმა ოფიციალურ მიმართვაში დაასახელა.

აღნიშნული ობიექტების მონიტორინგის შედეგად, სახალხო დამცველი აპარატმა გამოკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები. კერძოდ, აღნიშნულ შენობებში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა: დაზიანებულია სახურავები, მოუწესრიგებელია წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, რიგ შემთხვევებში, კომპაქტურად განსახლების ობიექტები ანტისანიტარიულ მდგომარეობაშია, სარდაფებში ჩადის წყალი. ამასთან, საცხოვრებელი შენობების კედლები დაზიანებულია. სადარბაზოებში არ არის ჩასმული კარ–ფანჯრები, კიბეებს კი არ აქვთ მოაჯირი. ასევე, დაზიანებულია შენობების იატაკები. კომპაქტურად განსახლების ზოგიერთ ობიექტში, დევნილთა საცხოვრებელ ოთახებში ჩადის წყალი და არის სინესტე. ობიექტების ნაწილს აქვს სასმელი წყლის პრობლემა, ხოლო რიგ მათგანში ცხოვრება შეუძლებელია.

"იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009–2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 2.1.1 ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პირველი ეტაპის ფარგლებში ხორციელდება კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული ქვეპუნქტის საფუძველზე კოლექტიური ცენტრების დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემამდე უნდა განხორციელდეს ამ ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები", ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker