Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მინდა დავბრუნდე

კატეგორია: განცხადებები 
2011-08-05

ა/წ 7 აგვისტოს, 18:30სთ–ზე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების 3 წლისთავზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისათვის“ დევნილების დაბრუნების მოთხოვნით საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ფლეშმობს გამართავს. აქცია ქ. ბათუმში, ახალი ბულვარის ამფითეატრში გაიმართება და მასში 500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ფლეშმობი ტარდება კამპანიის „მინდა დავბრუნდე“, იგივე „BRING ME BACK HOME-ს ფარგლებში. “BRING ME BACK HOME – მინდა დავბრუნდე”, ეს არის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან  400 000–მდე დევნილის გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი. კამპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებების მობილიზაციას დევნილების დაბრუნების თემატიკის ირგვლივ.

1990–იან წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და 2008 წელს რუსული ოკუპაციის შედეგად, დღეს, საქართველოში ყოველი მე–11  დევნილია.

აქციის ფარგლებში „კოალიცია სამართლიანობისათვის“ კიდევ ერთ ღონისძიებას გამართავს: „მხატვრები დევნილების დაბრუნებისათვის,“ ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც 7 აგვისტოს, ქ. ბათუმის ახალი ბულვარის ამფითეატრში გაიმართება და მასში ცნობილი თბილისელი და ბათუმელი, მათ შორის დევნილი მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება მუსიკალური ნომრით დასრულდება, რითაც ცნობილი ქართველი შემსრულებლები – დიტო ლაგვილავა, სალომე კორკოტაშვილი და ქეთათო „BRING ME BACK HOME” კამპანიის ფარგლებში ქართველი დევნილების შინ დაბრუნების მოთხოვნას შეუერთდებიან.

აქცია ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქ. ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

კოალიცია სამართლიანობისათვის წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების ადვოკატირება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker