წყარო: პორტალი GINSC კატეგორია: განცხადებები  2011-08-05
2008 წლის აგვისტოს ომის 3 წლისთავზე პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას !
8 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკობს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს. ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. |