Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მესტიაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია დაიწყო

წყარო: პორტალი GINSC
კატეგორია: ექსკლუზივი 
2011-08-31

17 აგვისტოს,  მესტიის სათემო რესურს-ცენტრის ოფისში, გაიმართა ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივი პროექტის - ,,წყლის მოხმარების, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია მარნეულსა და მესტიაში” - პრეზენტაცია.

შეხვედრაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიზანებისა და ქალაქ მესტიაში დაგეგმილ აქტივობების შესახებ. აღინიშნა რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოში, პირველად  განიხილება წყლის ოპტიმალურ მოხმარება, ჰიგიენა და სანიტარია გენდერულ ჭრილში. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალები, რომლებიც წყლის ძირითადი მომხმარებლები არიან და უშუალო კავშირი აქვთ ოჯახში სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვასთან. აქედან გამომდინარე, სწორედ ქალებზეა დამოკიდებული თუ რამდენად ეფექტურად, რაციონალურად და უსაფრთხოდ მოხდება წყლის გამოყენება.

აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე, შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის - ,,საქართველოში ურბანული წყლისა და კანალიზაციის სისტემის განვითარების სტრატეგიის” შედეგების გაცნობა. კვლევა ჩატარდა საქართველოს შვიდ პატარა ქალაქში, მათ შორის, მესტიაშიც, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 2000 ადამიანი.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის მიერ წყლის რესურსის მიღების, საკანალიზაციო სისტემის ტიპის, ასევე, წყლის მომარაგებისთვის დროისა და ფინანსების დანახარჯის განსაზღვრა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული წყლის საშიში ზემოქმედება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვლევაში გათვალისწინებული იყო გენდერული ასპექტები და გამოვლენილი იყო ქალების პრობლემები, რაც უკავშირდება წყლის არარეგულარულ მიწოდებას და ოჯახში სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დაცვას.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც აღინიშნა წყალთან, სანიტარიასთან და ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალურობა. შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც გათვალისწინებული იქნება მესტიაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმოების დროს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker