Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული თანასწორობის 2011–2013 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა

წყარო: პორტალი GINSC
კატეგორია: ექსკლუზივი 
2011-09-05

თბილისში, 2011 წლის 2 სექტემბერს, გაიმართა ღონისძიება, რომლის მიზანს წარმოადგენდა ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მექანიზმების გაძლიერებას.

შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და აზიის განვითარების ბანკი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თვამჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული სამოქმედო გეგმისა და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მთავარი ლობისტი,  ქ–ნი რუსუდან კერვალიშვილი.

შეხვედრის დროს წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა პრეზენტაცია, რომლის თემებს წარმოადგენდა: გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011–2013 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა და არსებული მექანიზმები ეროვნული გეგმის გახორციელებაში; გენდერული ბიუჯეტირება და გენდერული მეინსტრიმინგი ეკონომიკურ პოლიტიკაში; გენცდერული სტატისტიკა– საქსტატის შეფასება. ღონისძიების დროს მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაში არსებული სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.

შეხვედრის წარმომადგენლები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, გენდერული ასპექტების განათლების სფეროში შეტანისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, ეკონომიკის სფეროში ქალისა და მამაკაცის სრული და თანაბარი მონაწილეობის წახალისება, გენდერული სტატისტიკის სრულყოფა, გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე ქალისა და მამაკაცის სრული და თანაბარი მონაწილეობისა და სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში გენდერული ასპექტების გათვალისწინება, გარემოს დაცვის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა, წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლის განხორციელება აუცილებელია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

შეხვედრის მონაწილეები იყვნენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, აზიის განვითარების ბანკისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელნიც მუშაობენ  გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker