ბათუმის 6 მაისის პარკში "საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართება.
მარათონი ყველაზე წარმატებული ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ განათლებასა და ამ დაავადებასთან საბრძოლველად ფონდების მოძიებას ემსახურება.
აქციის მიზანს ძუძუს კიბოს პრობლემის, მისი ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობისა და მეთოდების შესახებ საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლება წარმოადგენს.
აქციის ორგანიზატორი ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღობის კავშირი "ჰერაა",მხარდამჭერები - საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი (აშშ), ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, ეროვნული სკრინინგ-ცენტრი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტის წევრები, საელჩოები, კერძო კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.
ამ თემასთან დაკავშირებით 6 სექტემბერს, 11:00-ზე "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში პრესკონფერენცია გაიმართება.
თავად ღონისძიება კი 10 სექტემბერს, 18:00 სთ-ზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" თბილისსა და ქუთაისშიც რამდენჯერმე ჩატარდა.