დევნილთა სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაცია CARE - „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების" პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში დამატებით 50 დევნილ ქალბატონზე გამოყოფს გრანტს, თითოეულზე 950 ა.შ.შ დოლარის ოდენობით. ქალბატონები შეძლებენ, დაკავდნენ საკუთარი ბიზნესით და, ამავდროულად, შეუქმნან სამუშაო ადგილები სხვა დევნილ პირებს.
ლია ლალიავი - „რომ არა ეს შემოთავაზება და დახმარება, ჩემთვის, როგორც დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლისათვის, შეუძლებელი იქნებოდა საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ამ პროექტმა არა მხოლოდ გამოყო გრანტი, არამედ დამეხმარა, მიმეღო განათლება ბიზნესის წარმოების კუთხით“.
„მე არ მეგონა, თუ გამომიყოფდნენ გრანტს, რადგანაც არ მქონდა არანაირი გამოცდილება ამ სფეროში. მას შემდეგ, რაც დავესწარი ბიზნესტრეინინგებს მივხვდი, რომ შემეძლო მქონოდა შემოსავალი საკუთარი ბიზნესიდან“ - მაია მაისურაძე.