Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დევნილი ბავშვების წარმატება მსოფლიო ფესტივალზე

კატეგორია: დევნილები 
2011-09-05

ახალგორიდან და ცხივალის რეგიონიდან დევნილი ბავშვების ანსამბლმა მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო მიიღო. გამარჯვებულ დევნილ ბავშვთა ანსამბლი „ქორული“ ფესტივალიდან დღეს დაბრუნდა. მათ წეროვანში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. დევნილ ბავშვებს წეროვანში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე ანდრო ჭულუხაძე დახვდა და გამარჯვება მიულოცა. ორკვირიანი ტურნეს ფარგლებში ანსამბლმა უნგრეთსა და სერბეთში 18 კონცერტი გამართა. ბავშვები ფესტივალზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. ანსამბლი 2 წლის წინ წეროვანის დევნილთა დასახლებაში შეიქმნა. ფესტივალზე დევნილი ბავშვების ჯგუფს რატი ტვილდიანი ხელმძღვანელობდა.

 როგორც დევნილმა ბავშვებმა აღნიშნეს, ეს მათი პირველი საერთაშორისო კონკურსი იყო და ძალიან ბედნიერები არიან - „ძალიან წარმატებული კონცერტები გვქონდა. ხალხი ყველგან ოვაციებით გვხვდებოდა, ჩვენი გამოსვლა ყველას მოეწონა. მინისტრი რომ არ დაგვხმარებოდა ამ ფესტივალზე ვერც წავიდოდით. აღფრთოვანებული ვარ და საუბარიც მიჭირს. ეს ჩვენი პირველი გამარჯვებაა და იმედი მაქვს სამინისტროს და ჩვენ ოჯახებს კიდევ ბევრჯერ გავახარებთ“, - აღნიშნა დევნილმა ლაშა მწითურმა.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker