Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პატრისია ურკიოლა: თანამედროვეობა არის საკუთარი მომავლის ძიება

სიმონ მაჩაბელი
კატეგორია: ქალი და კულტურა 
2011-09-05

მილანის ცნობილი ექსპო iSalone ერთგვარი მოდის კვირეულია, სადაც ტანისამოსის მა­გივრად ავეჯს და ინტერიერს ათვალიერებ. მოგზაურობ კილომეტრებზე გაჭიმულ სხვა­დასხვა ინტერიერში, შედიხარ თანამედრო­ვე იტალიურ და მსოფლიო დიზაინის დისკურსში: სადაც კვლავაც პოსტმოდერნია. როცა ყველაფერი ერთმა­ნეთში ირევა და ყველაფერი დაშვებულია. ახალი დიზაინის დიდი ნაწილი – კონცეფცი­ით გადატვირთული საყოფაცხოვრებო ნივთებით – სწორხაზოვანი, ცივი, უსიცოცხლო და არცთუ ისე კომფორტულია. მაგრამ ჭეშმარიტი ვარსკვლავები, რა თქმა უნდა, ყველგან ბრწყინავენ და მათი ამოცნობა ქაოსშიც კი შეიძლება. აი აქაც, ამ ქაოსში, ხედავ სავარძელს და გინდა დაჯდე ან ხელით შეეხო... იქვეა ხალიჩაც, გგონია, რომ მასზე ოდესღაც გაგივლი­ა კიდეც... თანამედროვეა და თან – არა. უცხოა და, ამავდროულად, ძალიან ნაცნობი. მისი ავტორი პატრისია ურკიოლაა. ესპანელი, რომელიც თანამედროვე დიზაინის ისტორიას ქმნის.

ენერგიული და კეთილად მოსაუბრე ურკიოლა გამოჩენილი ფიგურაა, მისი იდეები თანამედ­როვე დიზაინის მამოძრავებელი ძალაა. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები რიგში დგანან, რომ ურკიოლასთან ითანამშრომლონ – ის ქმნის საკულტო ნივთებს ნებისმიერი ინტერიე­რისათვის – იქნება ეს საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე.


 მასთან შეხვედრა მის მიერვე შექმნილ ტახტზე, კომპანია MOROSO-ს პავილიონში გაიმართა.
 MOROSO იტალიური დიზაინის კომპანიაა, რომელიც ლუქს კლასის ავეჯს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ქმნის. შე­მოქმედებითი სიახლე და ხარისხი ამ ფირმის პრინციპია. პატრიციაც, უკვე 10 წელია, ამ ხაზს არ ღალატობს.

მყარი და რბილი ფაქტურები,უცნაური ზედაპირების გარემოცვაში ვართ, თქვენი ნამუშევრები ხან ძალიან მკაცრ, ხან კი პირიქით – რბილ, ნაზ ასოციაციებს იწვევს. მინდა გკითხოთ ამ განსხვავების შესახებ.

 კარგია, რომ თავიდანვე ასეთი კითხვა დამისვით. განათლებით არქიტექტორი ვარ, 4 წელი ესპანეთში, 4 წელი კი აქ, მილანში ვსწავლობდი. ძალიან მიზანსწრაფული ვარ, არც შემარ­თებასა და სიმტკიცეს ვუჩივი. ყველაფრის საფუძველი ის სიმყარეა, რაც ჩემს ნამუშევრებში იგრძნობა. მაგრამ, ამავე დროს, ხასიათში ერთგვარი თვისება მაქვს, რომელიც მგრძნობია­რეა ფუნქციონალურობის მიმართ, არა მხოლოდ ერგონომიული კუთხით, არამედ კონცეპ­ტუალურ დონეზე. ფუნქციონალიზმის ემოციური მხარე მაინტერესებს. მე შუაში ვარ, ბა­ლანსს ვეძებ ორ კონცეფციას – სიმტკიცესა და მგრძნობიარობას – შორის.


 1989 წელს პატრიცია ურკიოლამ მილანის პოლიტექნიკუ­რი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. მისი ხელმძღვა­ნელი ცნობილი არქიტექტორი და დიზაინერი ატილე კას­ტილიონი იყო. მიუხედავად დიდი იტალიელი პედაგოგებისა, ესპანურ წარმომავლობასა და ტრადიციები­სადმი ყურადღებას მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს. 90-იანი წლებიდან, ცნობილი დიზაინერების ასის­ტენტი და თანამოაზრე გახდა, ვიკო მაჯისტრეტისთან ერ­თად შექმნა საკულტო სკამი „ყვავილი”, მილანსა და პარიზში პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო.

 საინტერესოა, რამდენად ინტუიტიურია თქვენი ნამუშევრები, აკეთებთ თუ არა კვლევას პროექტებისათვის, გაქვთ თუ არა რაიმე პერსონალური სისტემა, რომ­ლის მიხედვითაც ანვითარებთ რაიმე კონკრეტულ თემას?

 ვფიქრობ, რომ შემოქმედება ინტუიტიურია, თუმცა, თუ გინდა, რომ არქიტექტორი ან დიზაი­ნერი იყო, კვლევა აუცილებელია და მე ვცდილობ ფუნქციონალური დიზაინი შევქმნა. ყველ­გან კულტურას, ცოდნას უნდა ეძებდე და, ამავე დროს, რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყო პერსონალური „კულტურის” „აშენება”. მთელი ცხოვრება უნდა აკეთო ეს და არასდროს შეწყვიტო ზრდა. ეს ერთი მხარეა, მეორეა თავად ნამუშევარი, რომელიც გინდა იყოს ახალი და „მსუბუქი”. ამას ინტუიტიურად უნდა მიხვდე. უნდა ხვდებოდე საზოგადოებას, რომელიც შენ ირგვლივაა; რა არის აქ ახალი, რა არის ძველი, გადასაგდები ან არააქტუალური – ოღონდ ეს კითხვები შენში უნდა იყოს.

თქვენ მრავალ მწარმოებელთან თანამშრომლობთ, MOROSO მათ შორის გამორჩეულია. როგორ ურთიერთობთ ამ კომპანიასთან?


 მე ჩემი სტუდია მაქვს, სადაც სხვადასხვა პროექტებზე ვმუ­შაობ ასისტენტებთან ერთად. პატრიცია მოროსო ჩემი მეგობარია, ის „ცხოვრობს” თითოეულ პროექტში – არ აქვს მნიშვნელობა მე ვარ დიზაინერი თუ ვინმე სხვა. მისია ეს კომპანია – კრეატიული დირექტორია. აი, მაგალითად, ტყავის ტახტი, რომელიც თითქოს ქსოვილის ფაქტურაა; ერთად გადავწყვიტეთ, რომ ლურჯი ყოფილიყო. ან ის სავარძელი, რომელიც აი იქ, უკან დგას, გარემოხმარების­თვისაა შექმნილი. მაგრამ ისეთი შეგრძნება გექმნება, როდესაც მასზე ზიხარ – თითქოს ში­და მოხმარების რბილი ავეჯია, პოლიესტერის გადამუშავებული მასალისაგანაა გაკეთებული, ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთაა, გასული წლის ბოლოს წარმოვადგი­ნეთ კოლექცია „კლარა”. თავიდან დივანი გავაკეთე, რომელიც რაღაც მისტიკური გამოვიდა. პატრიცია მოროსოსთან ერთად ბევრი კოლექცია შევქმენით. ჩვენი მუშაობის მა­ნერა ძალიან მსუბუქი და ადვილია, ერთმანეთს ვავსებთ.

მისტიციზმის განცდა ახსენეთ, როდესაც თქვენს გაცრეცილ ხალიჩებს და დაგვი­რისტებულ სავარძლებს ვუყურებ, მეც იმავეს ვგრძნობ – მისტიკურია და ამავდრო­ულად ისტორიული, თანაც თანამედროვე კონტექსტში. ფიქრობთ, რომ მეხსიერების, წარსულის განცდა, თქვენს შემოქმედებაში ძლიერია?

 იცით, როგორც ნაბოკოვი ამბობს ერთ-ერთ თავის წიგნში „მეხსიერება გამოიხატება გამო­ხატვაში ან არსებობს გამოხატვაში”. მეხსიერება და დრო გამჭვირვალე და ძალიან მსუბუქი­ა – როგორც ლაქა წყლის ზედაპირზე. ჩემთვის თანამედროვეობა საკუთარი მომავლის ძიებაა.

 მილანის iSalone-ზე წარმოდგენილი კოლექციები ახლაც მოგზაურობს და iSalone Worldwide 12-15 სექტემბერს მოსკოვში გაიმართება.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker