Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ამერიკა ქალებით ხარობს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" - გია თვალაბეიშვილი
კატეგორია: სპორტი 
2011-09-05

ძალიან საინტერესო მატჩი გველის ქალთა შორს 1/16 ფინალში. ამ ეტაპის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდებიან სერენა უილიამსი და ვიქტორია აზარენკა. გუშინ ორივემ უპრობლემოდ გაიარა მეორე წრის ბარიერი.

ამჯერად სერენას კარგი ფორმის მსხვერპლი გახდა ჰოლანდიელი მიხაელა კრაიჩეკი, რომელმაც მხოლოდ ერთი გეიმი აართვა ამერიკელს. უმცროს უილიამსს ამერიკის ღიაზე ჩატარებულ ორ მატჩში მხოლოდ სამი გეიმი აქვს წაგებული. ჰარდზე მისმა მოგებათა სერიამ 14 შეხვედრას მიაღწია, სულ კი ამ საფარზე ბოლო 30 მატჩში 29 მოიგო. კრაიჩეკის წინააღმდეგ 49 წუთის განმავლობაში სერენამ 10 ეისი შეასრულა და მხოლოდ 10-ჯერ შეცდა.

რაც შეეხება აზარენკას, მას უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა არგენტინელი ხისელა დულკოს სახით, თუმცა მან დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ბელარუსს და ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 3:6.

საერთოდ, ამერიკელი ქალებისთვის ტურნირი ძალიან კარგად მიმდინარეობს. პირველად 2004 წლის შემდეგ მესამე წრეში გააღწია აშშ-ის ხუთმა წარმომადგენელმა. გუშინ ასეულის მიღმა მყოფმა ორმა ამერიკელმა გამოთიშა ბრძოლას განთესილი მეტოქეები.

18 წლის სლოუნ სტივენსმა ორი სეტში მოუგო შაარ პეერს ისრაელიდან - 6:1, 7:6(4). ამერიკელს, რომელსაც ამ ტურნირამდე არასოდეს მოეგო მატჩი "დიდ სლემზე", ერთხელ საათში 200 კილომეტრი სიჩქარით ჩააწოდა ეისი. ახალგაზრდა ჩოგბურთელმა უკვე იცის, რაში დარჯავს ამერიკის ღიაზე მოპოვებულ ჰონორარს: "პატარა მანქანას შევიძენ. დედამ მომცა ამის უფლება".

ორი წლის წინ სტივენსი ამერიკის ღიას იუნიორთა ტურნირზე თამაშობდა, როცა შეჯიბრის მსვლელობისას მამა (ჯონ სტივენსი - 1988 წელს ამერიკული ფეხბურთის ლიგის საუკეთესო დებიუტანტი) გარდაეცვალა. სლოუნი ლუიზაიანას შტატში დაკრძალვას დაესწრო, მეორე დღეს კი კორტზე იდგა და მორიგ შეხვედრას ატარებდა.

მეორე სიურპრიზი 21 წლის ამერიკელმა ვანია კინგმა შემოგვთავაზა, რომელმაც მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო ავსტრალიელ იარმილა გაიდოშოვას - 6:2, 6:0. ახლა, სტივენსსა და კინგს სერიოზული გამოცდა ელით 1/16 ფინალში - მათი მეტოქეები ყოფილი და მოქმედი პირველი ჩოგნები - სერბი ანა ივანოვიჩი და დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ სტივენსისა და კინგის გარდა მესამე წრეში ითამაშებს კიდევ სამი ამერიკელი - სერენა უილიამსი, კრისტინა მაკჰეილი და ირინა ფალკონი.

რაც შეეხება ვოზნიაცკის, მან პირველივე გეიმში საკუთარი მოწოდება წააგო ჰოლანდიელ არანჩა რუსთან, მაგრამ მომდევნო 13 გეიმში 12 მოიგო და 6:2, 6:0 გაიმარჯვა. ჯერჯერობით ვოზნიაცკის ტურნირზე მხოლოდ ექვსი გეიმი აქვს წაგებული. ივანოვიჩმა კი ისე გააღწია შემდეგ წრეში, რომ კორტზე გასვლა არ დასჭირდა, რადგან მისმა მეტოქემ პეტრა ჩეტკოვსკამ ტრავმის გამო მიატოვა ტურნირი.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker