უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორ ეჭვმიტანილ ორგანიზაციაზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც აწარმოებდნენ პორნოგრაფიას და ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებდნენ.
შსს-ს განცხადებით, 30 აგვისტოს ოპერატიული სამუშაოების ჩატარებისას, კიბერდანაშაულისა და ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღმოაჩინეს უკრაინის დაჯგუფების არაკანონიერი საქმიანობა, რომლებსაც ფილიალები ჰქონდათ უკრაინასა და ოდესაში. ისინი აწარმოებენ პორნოგრაფიას და იყიდებოდა ინტერნეტის მეშვეობით.
კომპლექსური ღონისძიებების მსვლელობისას, კიევსა და ოდესის რეგიონებში ჩატარდა ხუთი ჩხრეკა. ორი მათგანი დიდი ბიზნეს ცენტრების ტერიტორიაზე, დაახლოებით 450 ცალი კომპიუტერული ტექნიკა და აღჭურვილობა იყო გამოყენებული პორნოპროდუქციის დამზადება– გავრცელებისათვის.
დადგინდა, რომ დამნაშავეთა ჯგუფი შედგებოდა 70 -ზე მეტი თნამშრომელისაგან.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ჯგუფის ხელმძღვანელობასა და კომპანიის კიევის ფილიალის პერსონალზე.
დაკითხვის დროს კიევისა და ოდესის ფილიალების წარმომადგენლებმა აღიარეს პორნოგრაფიის შექმნისა და გავრცელების ფაქტები, ასევე დაასახელეს კრიმინალური ბიზნესის ორგანიზატორები.
ორგანიზაციის დაჯგუფება ასევე მოქმედებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, რუსეთსა და ბელორუსიაში.