გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მიესალმა საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას ქალებისათვის არჩევნებზე მისვლისა და ხმის მიცემის უფლების შესახებ და აღნიშნა, რომ ასეთ კონსერვატიულ მუსულმანურ სახელმწიფოსათვის ეს ქმედება "მნიშვნელოვანი ნაბიჯია”.
გაეროს ხელმძღვანელი იშვიათად იძლევა კომენტარებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, სხვადასხვა ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ მათი ძირითდი მიმართულება ქალთა უფლებებზე ბრძოლაა.
"გენერალური მდივანი თვლის, რომ ეს განცხადება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საუდის არაბეთში, ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე,” - განაცხადა პან გი მუნის პრეს-სამსახურმა.