თარგმანი: პორტალი GINSC კატეგორია: გენდერული პოლიტიკა  2011-10-28
უკრაინის წარმომადგენლობის ჩარჩოებში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში დაიწყო მუშაობა ორდღიანმა საერთაშორისო კონფერენციამ ,,ეროვნული მექანიზმების განვითარების თანამედროვე ტენდენციები ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებში ევროპის ქვეყნებში”, გადმოსცემს “უკრაინის ეროვნული სიახლეების” კორესპონდენტი.
,,უკრაინის მიერ ევროპული ინტეგრაციის კურსის გახმაურებასთან დაკავშირებით, გენდერული თანასწორობის საკითხი, რომელიც პრიორიტეტულია ევროსაბჭოსთვის, იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას უკრაინის მთავრობისათვის”, - განაცხადა უკრაინის სოციალური პოლიტიკის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა, სერგეი ტიგიპკომ.
თავის მხრივ, გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უკრაინაში, ელენა პანოვამ, განაცხადა, რომ დღესდღეობით უკრაინამ დააგროვა მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური მეხსიერება, გამოცდილება, ცოდნა და ინფორმაცია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის სფეროში.
“ჩვენ ველით, რომ ეს კონფერენცია მისცემს საშუალებას ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება გენდერული თანასწორობის იდეების დაცვაში, იყვნენ მოტივატორები და წაახალისონ უკრაინა, რათა ქვეყანამ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხში”, - აღნიშნა მან.
აღვნიშნავთ, რომ კონფერენციას დაესწრნენ ესპანეთის, თურქეთის, მოლდოვას, პოლონეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, შვედეთის, სერბეთის, ირლანდიის, სლოვენიის, ხორვატიის, პორტუგალიის, ავსტრიის, ნორვეგიისა და უკრაინის წარმომადგენლები.
|
 |