ახლად შექმნილი ფრაქციათაშორისი დეპუტატური გაერთიანების “თანაბარი შესაძლებლობები” დეპუტატები თავიანთ პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევენ ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების მხარდაჭერას უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთან დაკავშირებით იტყობინება უკრაინის სახალხო დეპუტატი ირინა გრაშენკო.
მან შეგგვახსენა, რომ 6 დეკემბერს უკრაინის რადაში გამოცხადდა ფრაქციათაშორისი დეპუტატური გაერთიანების “თანაბარი შესაძლებლობების” შექმნის შესახებ, რომელშიც შევიდა პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების 15 დეპუტატი.
გაერთიანების თანათავმჯდომარეები გახდნენ: იულია კოვალებსკაია, ლენა კონდრატუკი, გრაშენკო. გაერთიანებაში ასევე შევიდნენ: ოლგა გერასიმიუკი, ოლგა ბოდნარი, ნიკოლაი ტომენკო, ელინა შიშკინა, ბორის ტარასუკი, Eლენა ბონდარენკო, ალეკსეი პლოტნიკოვი, ულიანა მოცტიპანი, ლესა ოპობეცი, ზოია შიშკინა, ირინა ბერეჟნაია და ირინა გორინა.
გაერთიანების შექმნის ინიციატორები თავიანთ ამოცანად თვლიან ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების მხარდაჭერას სამსახურისა და განათლების მიღების, მედიცინასთან ხელმისაწვდომობისა და უკრაინის საზოგაებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით. ისინი გეგმავენ მუშაობას რიგი სოციალურ კანონპროექტების და ინიციატივების მიღებაზე, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის აღმოფხვრაზე.
პრიორიტეტებს შორის – კანონპროექტების ერთობლივი მხარდაჭერა, მიმართულია ბავშვთა, მრავალშვილიან ოჯახთა, მარტოხელა დედათა და მამათა დაცვისკენ. ერთ-ერთი პირველი ერთობლივი ინიციატივაა – უკრაინის ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი ოჯახში ძალადობაზე პასუხისმგებლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
გაერთიანებაში შესული დეპუტატები მათ ერთ-ერთ მოვალეობად თვლიან საზოგადოებრივი სტერეოტიპების შეცვლას გენდერული პოლიტიკის საკითხებში. ასევე ისინი გეგმავენ საკითხის დასმას ნებაყოფლობითი კვოტების დანერგვასთან დაკავშირებით პარტიის საარჩევნო სიებში ქალთა რაოდენობის გაზრდისთვის.