ბუნდესტაგში უშვილობაზე გადასახადის დაწესების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. დემოგრაფიულ კატასტროფასთან ბრძოლას გერმანიის პარლამენტი გადასახადებით აპირებს.
კანონპროექტის მიხედვით, 25 წელს გადაცილებულმა ყოველმა უშვილო გერმანელმა დამატებითი გადასახადის სახით, საკუთარი შემოსავლის 1% უნდა გაიღოს. შვილის გაჩენისთანავე გადასახადის თანხა ორჯერ მცირდება, მეორე შვილის გაჩენის შემთხვევაში კი მოქალაქე გადასახადისგან თავისუფლება.
უშვილობისთვის გადასახადის დაწესების იდეა ანგელა მერკელის ქტრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრებს ეკუთვნით. კანცლერის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ არ უნდა არსებობდეს არავითარი გამონაკლისი მათთვის, ვისაც არ სურს, ან არ შეუძლია შვილების ყოლა, ვინაიდან 2040 წლიდან, როდესაც ყოველი მესამე გერმანელი 60 წლის იქნება, სოციალური გადასახადების დასაფარად ფული იქნება საჭირო.
რაც შეეხება თავად კანცლერს, რომელსაც შვილი არ ჰყავს - იგი აცხადებს, რომ არ სურს უშვილო და მრავალშვილიან გერმანელებს შორის ხელოვნური სხვაობის წარმოქმნა. ოპოზიციონერი სოციალ-დემოკრატები უშვილობაზე გადასახადის დაწესებას, უშვილო ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ამჯობინებენ.