Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პოლიტიკის შეცვლას მეტი ქალი სჭირდება

ნინო ხარაძე
კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2012-03-09

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, საქართველოში გაეროს განვითარების  პროგრამის (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Woman) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სახელით, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელიც 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს. გარდა პროექტის პრეზენტაციისა, რომლის სახელწოდებაც გახლდათ  ”გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში”, გამოფენაც გაიხსნა, სახელწოდებით  ”ქალთა საკითხი საქართველოში მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე”. გაეროს ახალი პროექტის მიზანი კი გახლავთ ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და გენდერული თანასწორობის პრინციპის დანერგვას ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა დონეზე.

იმისათვის, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში - ისეთში, როგორიც საქართველოშია - ქალის როლი გაძლიერდეს, გაიზარდოს სახელმწიფო დონეზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალის როლი, აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძალადობა და გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება გენდერული ბალანსის საჭიროებასთან დაკავშირებით, გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Woman)   და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)  - ერთობლივ პროექტს იწყებს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA)  ფინანსური მხარდაჭერით.

როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველი გენდერულ საკითხებში თამარ საბედაშვილი მიიჩნევს, იმისათვის, რომ ქალთა მიმართ არსებული ვითარება გამოსწორდეს და პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ, მოგვარდეს, საჭიროა ქალთა მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში, ცხოვრების სხვადასხვა დონეზე, იქნება ეს თემი თუ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო:

წარმომადგენლობა არ არის შესაბამისი, ანუ ინტერესები არ არის წარმოდგენილი, რადგანაც არ არის კრიტიკული რაოდენობა ქალებისა ...

რუსუდან კერვალიშვილი – ”პოლიტიკური კულტურაა ასეთი, რომ მამაკაცი კანდიდატი უფრო მეტადაა წარმოდგენილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი,  და მეტადაა  მოწონებული და მას უფრო მეტად ირჩევენ. რაც შეეხება სხვა ბარიერებს, ეს არის შიდაპარტიული შეხედულებები და კულტურა და ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მათ შორის, ქალებისაც და მამაკაცებისაც, ანუ ხედავს თუ არა ჩვენი საზოგადოება ქალებში პოლიტიკოსებს, ლიდერებს, და ეს ყველაფერი შემდეგ აისახება თვითონ საარჩევნო პროცესზე და იმ შედეგზეც, რაც გვაქვს.”

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ჯეიმი მაქგოლდრიგმაც გაუსვა ხაზი და თამარ საბედაშვილიც პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც გასული წლის დეკემბერში განხორციელდა და რომლის   მიხედვითაც, ის პარტიები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებენ, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სიის ყოველ ათეულში 20 პროცნტს პარტიული სიიდან ქალებს დაუთმობენ, ბიუჯეტიდან  დამატებით  10 პროცენტით  გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ.  ეს ერთგვარი წამახალისებელი ფორმაა იმისათვის, რომ არჩევით ორგანოებში მეტი ქალბატონი მოხვდეს. თამარ საბედაშვილი ამბობს, რომ დემოკრატიული პრინციპი მოითხოვს, თუ საზოგადოების ნახევარს  ქალები შეადგენენ, ისინი თანაბრად იყვნენ წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოებში. ეს, გარდა დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობისა, ისეთი თემების აქტუალიზაციასაც ეხმარება, რაზეც მხოლოდ ქალები ამახვილებენ ყურადღებას და რა თემებზე საუბარიც ხანდახან მამაკაცებს ეხამუშებათ ან არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად. ეს შეეხება როგორც საყოფაცხოვრებო თემებს, ასევე უსაფრთხოების თემას.

​​პარლამენტის წევრი რუსუდან კერვალიშვილი საქართველოს პარლამენტში ქალთა უმცირესობას წარმოადგენს. ის მიიჩნევს, რომ საკითხები, რომლებიც ქალებს აწუხებთ, იმიტომ არ  არის მოგვარებული, რომ მათი წარმომადგენლობა პოლიტიკაში და, კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში ძალიან დაბალია.  ქალთა  6% პროცენტი ვერ  მოაგვარებს  მთელი საზოგადოების ნახევრის საჭიროებებს:

”წარმომადგენლობა არ არის შესაბამისი, ანუ ინტერესები არ არის წარმოდგენილი, რადგანაც არ არის კრიტიკული რაოდენობა ქალებისა. ბუნებრივია, რომ ისინი იმ საჭიროებებს, რომელიც არის საზოგადოებაში,  თავისთავად ვერ მიიტანენ საკანონმდებლო ორგანოში, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე. შესაბამისად, ის საკითხები, რომლებიც მეტად მგრძნობიარეა საზოგადოებისთვის, არ პოვებს შესაბამის სივრცეში ასახვას.”

რუსუდან კერვალიშვილის მსგავსად,  პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის ნაკლებობაზე და, შესაბამისად, ამით გამოწვეულ ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას  ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილიც:

” თუ შენ არ ხარ ძალაუფლებაში და არ აკეთებ პოლიტიკას ქალებისთვის, ისე ქალებისთვის სინამდვილეში არაფერი იცვლება. თუ ქალები ყველა დონეზე არ მონაწილეობენ თავისი სათქმელით და თავისი სახელით, მაშინ ისინი ვერ ცვლიან პოლიტიკას და ვერ ცვლიან ვითარებას ქალების სასარგებლოდ.”

იმისათვის, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში გაიზარდოს, საზოგადოების ცნობიერება უნდა შეიცვალოს, უნდა გაჩნდეს მეტი ნდობა  ლიდერი ქალების მიმართ, ამისათვის კი ქალთა განათლებას უნდა დაეთმოს მეტი ყურადღება, მიიჩნევენ  დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს გამართულ პრეზენტაციაზე  ავტორები პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში  გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker