16 მაისს საფრანგეთში ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ოლანდის პირველი მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები, ასევე „მწვანეების“ ერთი წარმომადგენელი.
34 მინისტრიდან 17 ქალია; მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან იუსტიციის, კულტურის, ეკოლოგიისა და სპორტის მინისტრები.