Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჰილარი კლინტონი საქართველოს ლიდერებს კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2012-06-05

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს, კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება უზრუნველყონ.

ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა ბათუმში, სასტუმრო "რედისონში", აშშ-საქართველოს სტატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში გაღრმავდეს დემოკრატია. ჰილარი კლინტონის განცხადებით, არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს და სამართლიანი უნდა იყოს არა მარტო არჩევნების დღე, არამედ არჩევნების წინა პერიოდიც. სახელმწიფო მდივნის თქმით, უფრო მეტი ქალი უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში.

"მიუხედავად იმისა, რომ "ვარდების რევოლუციით" შექმენით დემოკრატია, უფრო რთული სამუშაოს გაწევა მოგიწევთ. არჩევნების შემდეგაც უნდა გაძლიერდეს დემოკრატია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შრომის უფლებებს, სასამართლო რეფორმას, მედიის თავისუფლებას", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

მისი თქმით, საქართველომ დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ და ეს ყველამ დააფასა. თუმცა მისი თქმით, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ დემოკრატიული ღირებულების კონსოლიდაცია მოხდეს.

 

წყარო 

ტეგები: ჰილარი კლინტონი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker