Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალებისგან დაჩაგრული ქართველი კაცები დახმარებას ითხოვენ

ნელი თორდია
კატეგორია: პრესკლიპინგი 
2013-03-08

3 და 8 მარტის ფონზე, შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, რა დროს მამაკაცთა პრობლემებზე ლაპარაკიაო, მაგრამ ფაქტები, რომლებიც "ვერსიას" მოაწოდეს, გულგრილს ვერავის დატოვებს, მით უმეტეს, რომ საქმე ისეთ ტაბუდადებულ თემას ეხება, როგორიც მამაკაცის უფლებებია. მართალია, სტატისტიკით მოძალადე მამაკაცები ქალებს სჭარბობენ, მაგრამ როგორც ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, ქვეყანაში ქალებისგან დაჩაგრული კაცებიც მრავლად არიან, თუმცა მსხვერპლი მამრები მოძალადე ქალებისგან თავის დასაცავად, ცხადია, არც პატრულს იძახებენ და არც უფლებადამცველებს მიმართავენ. მაშ ასე, "ვერსია" მოძალადე დიაცებისგან დაჩაგრულ ვაჟკაცებზე გიამბობთ.

მანანა ფურცხვანიძე, "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" იურისტი:
- მამაკაცს, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, იმის აღიარება, რომ ქალის ძალადობის მსხვერპლი გახდა, უჭირს. ამიტომ უმეტესად, შვილის ან რძლის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლი მოგვმართავენ, თუმცა ისეთი შემთხვევებიცაა, როცა უფლებებიც დაცვას ცოლის ან საყვარლისგან დაჩაგრულიც გვთხოვს. მაგალითად, ამ პრობლემით არცთუ დიდი ხნის წინ, ახალგაზრდა მამაკაცმა მოგვმართა. მართალია, მას ფიზიკურ ძალადობაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ გვიმტკიცებდა, მეუღლე ჩემზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს. მობილურზე შემავალ და გამავალ ზარებს მიმოწმებს, მესიჯებს კითხულობს და თუ სადმე ქალის კვალი აღმოაჩინა, სკანდალს მიწყობს. ასევე, მთხოვს, რომ მუშაობა ჩემს სამსახურში დავაწყებინო, რადგან მისი თვალთახედვის არედან არ გავიდე. ცოლის თვალთვალის გამო ლამისაა, გავგიჟდეო. მოკლედ, ეს ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ითხოვდა, რომ განქორწინებაში ანუ სასამართლოში სარჩელის შეტანაში დავხმარებოდით...

მამაკაცზე ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება, რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდა: ცოლ-ქმარი, რომელსაც ერთი შვილი ჰყავდა, განქორწინდნენ და ქალი უცხოელ მამაკაცზე გათხოვდა. მამა ბავშვს ყურადღებას არ აკლებდა - ყოველ შაბათ-კვირას თავისთან მიჰყავდა. ბავშვს მამა ისე უყვარდა, რომ დედასა და უცხოელ მამინაცვალთან დაბრუნებას აპროტესტებდა. ამასობაში, უცხოელ მამინაცვალს საქართველოში მუშაობის კონტრაქტი ამოეწურა და ქართველ მამას ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი შვილი ყოფილ ცოლს, შეიძლება, საზღვარგარეთ წაეყვანა და დახმარება გვთხოვა, სასამართლოში დედისთვის ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლების შეზღუდვაზე სარჩელი შეგვეტანა. აღმოჩნდა, რომ კანონში შეტანილი იყო ცვლილება, რომლის თანახმადაც, თუ ბავშვს პასპორტი აქვს, საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ერთი მშობლის თანხმობითაც შეუძლია... სასამართლომ სარჩელი არ დაგვიკმაყოფილა... ქართველი მამის შიში კი გამართლდა, მისი შვილი ამერიკაში წაიყვანეს და ორი წელია, მისი ასავალ-დასავალი არ იცის.

- შვილის სამართლებრივი გზით დაბრუნების შანსი არ არსებობს?
- ეს იმდენად რთული სიტუაციაა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მამამ საკითხი ორი სახელმწიფოს დონეზე უნდა დააყენოს.

- ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როცა ქალი მამაკაცზე ფსიქოლოგიურ ძალადობას შვილის მეშვეობით ახორციელებს. ზოგჯერ კაცს არდაბადებული შვილითაც აშანტაჟებენ...
- ძალადობა, შეიძლება, იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიური და იძულება. ადამიანი ძალადობის მსხვერპლად რომ ჩაითვალოს, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფორმა უნდა ეხებოდეს. რაც შეეხება შანტაჟს, გასარკვევია, რა ფორმითა და დოზით ხორციელდებოდა, რადგან შანტაჟი შეიძლება, ძალადობაზე უფრო მძიმე დანაშაულშიც. სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, მამაკაცისთვის, რომელიც შვილს არ აღიარებს, დნმ-ის ანალიზი სავალდებულოა. ითქვა, ეს ცვლილება ქალებმა შეიძლება, მამაკაცის საწინააღმდეგოდ
გამოიყენონო, მაგრამ ბავშვი, დაბადების შემდეგ, ქალის ან მამაკაცის ინტერესებზე საუბარი მეორეხარისხოვანია. ამ დროს მთავარი, ბავშვის ინტერესებია.

მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის სტატისტიკური მონაცემებისთვის "ვერსია" საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს დაუკავშირდა, რომლის მონაცემებითაც: 2011 წელს ცხელ ხაზს დაუკავშირდა და კონსულტაცია გაეწია 92 მამაკაცს. აქედან, მათი განმარტებით: მეუღლისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის - 7 (დეტალებს არ აკონკრეტებს), მამისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას აფიქსირებს - 3, ძმისა და რძლისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის - 3, დედა და და-ძმისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას - 6, შვილისა და რძლისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას - 18. დანარჩენი მამაკაცები კი, ცხელ ხაზს შვილების, მეგობრებისა და ნაცნობების პრობლემების გამო დაუკავშირდნენ.
 
2012 წელს ცხელ ხაზს დაუკავშირდა და კონსულტაცია გაეწია 38 მამაკაცს. აქედან მეუღლისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიური ძალადობას აფიქსირებს - 4 (დეტალები არ კონკრეტდება), მამისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას - 3, ძმისა და რძლისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას - 4, შვილისგან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას -7.

ცოლებისგან მამაკაცებზე ფსიქოლოგიური ძალადობა, ძირითადად, გამოიხატება საერთო შვილების ნახვისა და მათთან ურთიერთობის აკრძალვაში.
 

გაზეთი "ვერსია"

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker