ხვალ სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" კონფერენცია "გენდერი და სასამართლო: ქალების ჩართულობა სასამართლო სისტემაში" გაიმართება.
კონფერენციას აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინქსი საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად გახსნის.
კონფერენცია USAID-ის მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით ტარდება.
ღონისძიების მიზანია, სასამართლოების მართვაში და მართლმსაჯულების განვითარებაში ქალების როლის გაზრდის ხელშეწყობა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნებიან იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ქალი სპიკერები - მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები და გენდერის სპეციალისტები, რომლებიც ისაუბრებენ ისეთ თემებზე როგორიცაა "სასამართლო სისტემის მრავალფეროვნების ხელშეწყობა"; "ქართული რეალობა: ქალთა უფლებები სასამართლო დარბაზში, რა ცვლილებები შეიძლება მოახდინონ ქალმა ლიდერებმა"; "მხარეთა შეხედულება - რატომ უნდა ითამაშონ ქალებმა უფრო მნიშვნელოვანი როლი სასამართლო სისტემის განვითარებაში" და ა.შ.