კატეგორია: გენდერული ძალადობა  2013-06-10
ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო მიმდინარე წლის 10 ივნისს, სასტუმრო ‘’ქორთიარდ მარიოტ‘’-ში ატარებს სხდომას.
შეხვედრაზე გაიმართება ოჯახში ძალადობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შემუშავებული კანონპროექტების პრეზენტაცია და დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 57-ე სესიის ძირითადი შედეგების შესახებ.
აღნიშნული კანონპროექტები შემუშავებულია საბჭოსთან არსებული კანონმდებლობის სრულყოფის ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საბჭოს წევრი სამინისტროების, დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
წყარო: პორტალი GINSC |