Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქდმ-მ დეკრეტული შვებულების 180 დღემდე გაზრდის ინიციატივით პარლამენტს მიმართა

გივი ავალიანი
კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2013-07-08

"ქრისტიან დემოკრატებმა" პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს, რომელიც „შრომის კოდექსში“ რამდენიმე ცვლილელებისა და დამატების შეტანას ითვალისწინებს. კერძოდ, საქმე ეხება დეკრეტული შვებულებისა და მისი ანაზღაურების გაზრდას.

 

"ახალ "შრომის კოდექსში" სამწუხაროდ კვლავ უყურადღებოდ დარჩა ოჯახისა და დედის უფლებების დაცვის საკითხი, რომელიც უკავშირდება დეკრატულ შვებულებებს. დღეს ჩვენ შევახსენეთ ხელისუფლებას და შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რათა გაიზარდოს, როგორც დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობა, ასევე, მისი ანაზღაურება. დემოგრაფიული პოლიტიკა კვლავ დარჩება არაეფექტურ სახელმწიფო პოლიტიკად ქვეყანაში, სადაც დედას, ან დედობის მსურველს კვლავ ექნება არჩევანი შვილის ყოლასა და სამსახურის შენარჩუნებას შორის," - ამბობს გიორგი თარგამაძე.
 
 
 
მაგდა ანიკაშვილის თქმით, საკანონმდებლო წინადადება დეკრეტული შვებულების 180 დღემდე გაზრდას ითვალისწინებს:
 
 
 

"მიგვაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს სამართლიანი ანაზღაურების წესი, თანხის ოდენობა უნდა გაიზარდოს მინიმუმ 1200 ლარამდე, რაც ჩვენი ინიციატივის თანახმად, უნდა იყოს ქვედა ზღვარი, ხოლო ამაზე მეტი ქალბატონებმა უკვე საკუთარი ხელფასის პროპოციულად უნდა მიიღონ."


წყარო 

ტეგები: ქრისტიან დემოკრატები პარლამენტი შრომის კოდექსი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker