საქორწილო ხელშეკრულება, რომელშიც ერთიანდება კენიის სხვადასხვა კანონი, აძლიერებს ქალთა უფლებებს. ეს კანონი წარედგინა პარლამენტს, რამაც აურზაური გამოიწვია. კენიელი კაცები ამბობენ, რომ ის დამსჯელობითი ხასიათისაა და კანონის სახით არ უნდა იყოს შემოღებული.
“ეს კანონპროექტი ხელს მიწყობს, რომ დავრჩე მარტო (უცოლოდ),“ - მიუთითებს მარჯოე სოციალურ ქსელში ,,ტვიტერი”.
“ეს კანონი სჯის კაცს მისი ხასიათის გამო და დღის სინათლე არ უნდა ნახოს ”, დაწერა ჯეფ ომონდიმ ვებ-გვერდზე Ghafla.co.ke. კენიელი ქალები ხშირად ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგებენ, რომ მას მეორე ცოლიც ჰყოლია, რაც შემდეგ მემკვიდრეობაზე დავას იწვევს. ბევრი წყვილი ტრადიციული წესით ქორწინდება, რაც გულისხმობს დიდ ცერემონიას და ქალის ოჯახისთვის მზითვის გადახდას. კანონპროექტი ითვალისწინებს სერთიფიკატის გაცემას, რაც გამორიცხავს ამავდროულად მეორედ ქორწინებას და მემკვიდრეობრივი დავის აცილებას უწყობს ხელს.
ციხე მრავალცოლიანს
კანონპროექტის მიხედვით მრავალცოლიანობა ლეგალურია იმ შემთხვევაში, თუ ქმარი პირველ ცოლს დეკლარირებულად ატყობინებს ქორწინებისთანავე მისი მრავალცოლიანობის განზრახვის შესახებ. მრავალცოლიანობა არ იქნება ნებადართული ქრისტიანების ან სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის. იმათ ვინც არალეგალურად დაქორწინებას დააპირებს, მიესჯებათ ხუთი წელი პატიმრობა ან დაჯარიმდებიან 3,500 დოლარით.
ქალთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმა უარი განაცხადეს კანონპროექტზე, ვინაიდან ის ითვალისწინებს ქონების თანაბარ განაწილებას, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ცოლი იჩაგრება ქმრის მეორედ დაქორწინების შემთხვევაში. “ქმარი ორივე მეუღლეს უნდა ექცეოდეს თანასწორად. ეს კანონპროექტი ეხება იმ ქალებს, რომლებიც არიან ან მიტოვებულნი, ან უგულებელყოფილნი, როდესაც მათი მეუღლე მეორედ ქორწინდება”, განუცხადა გაზეთს იურისტ ქალთა ფედერაციის თავმჯდომარემ, რუს აურამ.
დუმილის უფლება
ყველაზე მეტად კაცების გაბრაზებას იწვევს ის ფაქტორი, რომ კანონპროექტის მიხედვით “ზარალი აუნაზრაურდება იმ მხარეს, რომელიც განიცდის დანაკარგს, როდესაც მეორე მხარე დაპირებას არ ასრულებს და მასზე არ ქორწინდება”. “თქვენ შეიძლება პასუხისმდებლობაში მიგცენ მაშინაც, თუ ვინმეს დაპირდები, რომ მასზე დაქორწინდები და ბოლოს ვეღარ მოახერხებ მასზე დაქორწინებას”, - დაწერა ომონდიმ.
“პაემანზე თქვენ გაქვთ უფლება ხმა არ ამოიღოთ. ყველაფერი რასაც იტყვით შეიძლება გამოყენებული იყოს თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში”, - გამოაქვეყნა ,,ტვიტერზე” რაფაელ ლეწის ოიანგომ.
ამ კანონპროექტის მიხედვით ქორწინების მინიმალური ასაკი 18 წელია. იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილონ ახალგაზრდა გოგოს გათხოვება მისი ნების წინააღმდეგ, პირი, რომელიც 18 წლამდე გოგონაზე ძალით დაქორწინდება მიესჯება 5 წელი პატიმრობა, ან დაჯარიმდება 11.500 დოლარით.