"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს. ამის შესახებ ბურჯანაძემ ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა. „პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს, დროა ქალები მივეხმაროთ“ - აცხადებს ბურჯანაძე. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში ის უალტერნატივოა. „შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტემა და დიდმა ფულმა გამიწიოს მცირე კონკურენცია, თუმცა ვერც კოალიციის კანდიდატი და ვერც სხვა მე კონკურენციას ვერ გამიწევს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.