პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, 67 მსჯავრდებულის გათავისუფლდა. ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.
67 გათავისუფლებული მსჯავრდებულისგან 14 ქალია.
"კომისიამ ქალების საქმე ზეპირი მოსმენით განიხილა. კომისიამ სულ 300 მსჯავრდებულის საქმეს გადახედა, საიდანაც 67 მსჯავრდებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის სხდომა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5 დაწესებულებაში გაიმართა. გადაწყვეტილება ქალ მსჯავრდებულებს კომისიის წევრებმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ გააცნეს", -ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომელთაც ადმინისტრაცია დადებითად ახასიათებს და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4.
"შუამდგომლობების განხილვისას კომისიის წევრებმა გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა. ამასთანავე, შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები".