Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჩემს შვილებს ეცოდინებათ, რომ სუროგატმა დედამ გააჩინა

ნათია ზოიძე
კატეგორია: პრესკლიპინგი 
2014-01-08

"ფეისბუქში" ყურადღება ერთ-ერთი მეგობრის ფოტომ მიიქცია. როცა ახალდაბადებულ ბავშვებს ისე აცვიათ, როგორც დიდებს, ბუნებრივია, ეს კარგ ხასიათზე გაყენებს. გინდა ამ პატარების სხვა ფოტოც ნახო. მერე სხვის კომენტარებსაც ავლებ თვალს. „ვააა, მარიამ, შენი შვილები არიან, როდის გააჩინე? „კი, ლაშა, ჩემი შვილები არიან, სუროგატმა დედამ გამიჩინა“.  მათეს, ელენეს და გიორგის დედა პროფესიით ექიმი მარიამ კუკუნაშვილია. მარიამთან ინტერვიუ ჩავწერეთ არა როგორც ამ ბიზნესით დაკავებულ ადამიანთან, არამედ ქალთან, რომელმაც გადაწყვიტა ყოლოდა შვილები, რომლებიც სხვამ გააჩინა.

მარიამ კუკუნაშვილი: უშვილობის პრობლემამ სუროგაციის სფეროსთან დამაკავშირა. სანამ ჩემი შვილები გაჩნდებოდნენ, მანამდე სუროგაციის ცენტრი თბილისში გავხსენი, შემდეგ კიევში, ინდოეთში, ერევანსა და ესტონეთში. დარწმუნებული ვარ, მალე კლინიკებს გავხსნი ამერიკაში, ტაილანდსა და სამხრეთ აფრიკაში.

 

ვისთვის უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება სუროგატ დედას მიმართოს, ვინც კარგად ინფორმირებულია სუროგაციის შესახებ თუ პირიქით?

 

 

თავდაპირველად სუროგატი დედისთვის მიმართვა გამიჭირდა. გამიჭირდა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა დედას უნდა შვილი თვითონ გააჩინოს. როდესაც გადაწყდა, რომ თავად ვერ გავაჩენდი, უპრობლემოდ ავიყვანე სუროგატები...

 

რამდენიმე სუროგატი დედის აყვანა რამ განაპირობა – ეს პროცესი ყოველთვის შედეგიანად არ სრულდება, თუ ბევრი შვილი გინდოდათ?

 

თავიდან 3 სუროგატი იყო ორსულად – 6 ბავშვს ველოდებოდით, მაგრამ 4 თვეზე მესამე სუროგატს პრობლემები შეექმნა და ორსულობა შეწყდა... ისე, კიდევ მაქვს გაყინული ემბრიონები – კიდევ ვაპირებ შვილების ყოლას... 5 შვილი მაინც უნდა მყავდეს. 3 შვილი ცოტაა, ჩემი აზრით...

 

როცა თქვენ დაიწყეთ სუროგაციის შესახებ საუბარი, როგორ უყურებდნენ ამ იდეას საქართველოში?

 

 ალბათ, უფრო ის იყო, რომ ქართული საზოგადოება არის პოსტსაბჭოთა, შავ-თეთრ ფერებში ცხოვრებასაა მიჩვეული... აქედან გამომდინარე, ყოველივე ტაბუირებული, განსხვავებული უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს. ეს იყო სუროგაციის შემთხვევაშიც – სუროგატ დედებს ძირითადად იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ბავშვის გაჩენაში თანხას იღებდნენ... ჩვენი საზოგადოება ხომ ხუთოსანია სხვის კრიტიკაში. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის პრობლემა ან სირთულე იყო...

 

როგორი ურთიერთობა გაქვთ სუროგატებთან ახლა, როგორც კი ჩნდება ბავშვი, წყდება კავშირი?

 

 ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ვცდილობ, რითიც შემიძლია დავეხმარო და პატივი ვცე... ძალიან მიყვარს ისინი.

 

 შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი შვილების დაბადების დღე, რა გრძნობა გქონდათ, გინდოდათ თუ არა, მაგალითად, მშობიარობაზე დასწრება?

 

 

ჩემი შვილები, სამწუხაროდ, სასწრაფო საკეისრო კვეთით გაჩნდნენ, მე საზღვარგარეთ ვიყავი.... სამწუხაროდ, ვერ დავესწარი, მაგრამ, როგორც გავიგე, მაშინვე გამოვფრინდი.

 

რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, სუროგატი დედის დახმარებით რომ გაჩნდნენ?

 

 

 ჩემს შვილებს, რა თქმა უნდა, ეცოდინებათ, რომ სუროგატმა დედამ გააჩინა. არ მინდა, ჩემი შვილები იყვნენ სწორხაზოვანი აზროვნების ადამიანები. არც ის მინდა, რომ სასათბურე და სტრესისგან სრულიად თავისუფალ გარემოში გაიზარდონ. ისინი პიროვნებებად უნდა ჩამოყალიბდნენ. ამასობაში, ალბათ, ქართული საზოგადოების მენტალიტეტიც შეიცვლება და ერთ მშვენიერ დღეს ნამდვილი დასავლური, ლიბერალურ-პლურალისტული სახელმწიფო გვექნება... მარტო ეკონომიკური განვითარება და სინგაპურიზაცია არ არის საკმარისი.

 

 

 ჩვენი ქვეყნის მაგალითზე რელიგია აფერხებს სუროგაციის პროცესს?

 

 

რელიგიური სტიგმა, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ ეკლესიის აზრიც ორად იყოფა. არიან სასულიერო პირები, რომლებიც უფრო ლიბერალურად უყურებენ გარკვეულ საკითხებს და არიან ისეთებიც, რომლებიც ტიპიური ფაშისტები არიან... არ შეიძლება ადამიანებს რელიგიური დოგმებით მივუდგეთ. ჩვენ ადამიანები ვართ და არა – დოგმებით მართვადი მანქანები. როგორც იტყოდა ჩარლი ჩაპლინი, ცხოვრება გრძნობებია და არა – განმარტებები. მე თავისუფალი ვარ, ჩემი მეგობრებიც თავისუფალი ადამიანები არიან და ასეთები იქნებიან ჩემი შვილებიც... (როდესაც რელიგიის დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებთან მიმართებაში, იგულისხმება არა მხოლოდ მართლმადიდებლობა, არამედ სხვა ყველა დანარჩენი რელიგიაც).

 

 

რა იქნებოდა თქვენი რჩევა იმ უშვილო წყვილების მიმართ, რომელთაც ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, სუროგაციის შედეგად იყოლიონ შვილები?

 

 

საქართველოში მთავარი დაბრკოლება მაინც ის არის, რომ უშვილო წყვილებს ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ, ვისაც აქვს, მათ არც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. დავიწყე ფიქრი, რომ წელიწადში ერთ გაჭირვებულ ოჯახს მაინც დავეხმარო ფინანსურად, შვილის ყოლაში.


გაზეთ „ბათუმელების“ არქივიდან. 2012 წელი

წყარო 

ტეგები: საქართველო უშვილობის პრობლემა სუროგაცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker