Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გაეროში ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა მიზნობრივი ფონდის მეურვეები დანიშნეს

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2014-01-10

გაეროს გენერალურმა მდივანმა ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა მიზნობრივი ფონდის დირექტორთა საბჭოს ხუთი წევრი სამწლიანი ვადით დანიშნა. მათ შორისაა საქართველოს წარმომადგენელი - ქეთევან ხუციშვილი.


გაეროს ნარკოტიკებისა და დამნაშავეობის სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორი იური ფედოტოვი ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა მიზნობრივი ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნას მიესალმა.


”მივესალმები დირექტორთა საბჭოში ამ ცნობილ მოღვაწეთა დანიშვნას. მათი გამოცდილება და კომპეტენცია თანამედროვე მონობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს ძალისხმევას მხარს დაუჭერს და ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთათვის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისათვის, ჰუმანიტარული, იურიდიული და ფინანსური დახმარების გაწევაში დაგვეხმარება”, - განაცხადა იური ფედოტოვმა.



მიზნობრივი ფონდი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2010 წლის ივლისში დააარსა იმ ორგანიზაციათა მხარდასაჭერად, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დასახმარებლად მუშაობენ. ფონდი მხოლოდ მთავრობათა, კერძო მეწარმეთა და პირთა ნებაყოფლობითი შენატანებით ფინანსდება. იგი გაეროს ნარკოტიკებისა და დამნაშავეობის სამმართველოს ეგიდით მუშაობს, სამეურვეო საბჭო კი უზრუნველყოფს სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, კონსულტაციას უწევს მიზნობრივ ფონდს და იძლევა რეკომენდაციებს დაფინანსებისთვის წარდგენილი პროექტების თაობაზე.

წყარო 

ტეგები: გაერო ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა მიზნობრივი ფონდის დირექტორთა საბჭო საქართველო ქეთევან ხუციშვილი.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker