ტურისტული ზონების მომრავლებასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში (განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე) მომრავლდა სასტუმროები სადაც შუა აზიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან მოტყუებით ჩამოყვანილი ქალების იძულებით სექსუალურ ექსპლუატაციას ეწევიან. რატომ ჩამოჰყავთ პოტენციური მსხვერპლი ქალები მუსულმანური ქვეყნებიდან? რატომ აუკრძალა სახელმწიფომ უზბეკეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა და რატომ გაიზარდა აზერბაიჯანის მოქალაქე მსხვერპლი ქალების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გადაცემის პირველ ნაწილში ამ კითხვებზე პასუხის პოვნას შევეცდებით.
csdc-itv.ge - გადაცემა „ნუ იქნები ჩუმად"
გადაცემის სტუმარი: ნანა ნაზაროვა
ჟურნალისტი: ანუნა ბუკია
პროექტს "საერთაშორისო ქალთა ფონდის" ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC)