Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები იცვლება

ნინო კახიშვილი
კატეგორია: ტრეფიკინგი 
2014-04-04

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოადგინა ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებმაც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები უნდა გააუმჯობესოს.


„ცვლილებების შემდეგ სამართალდამცველები კიდევ უფრო აქტიურად შეძლებენ მუშაობას და კანონში უკეთესი განმარტება იქნება ადამიანის ექსპლუატაციის შესახებ. ერთი წლის წინ დავიწყეთ ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პროაქტიული გამოძიების პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიტრეფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილია სხვადასხვა ინსპექტირებისა და კომპეტენციის მობილური ჯგუფები. გამომძიებელი თავის კაბინეტში არ ელოდება იმას, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინება მიიღოს. ამ პროაქტიული მიდგომის წყალობით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა და პროკურორებმა შეძლეს ის, რომ წელს საანგარიშო პერიოდის ბოლოს ჩვენ გვექნება გაწეული შრომის ადეკვატური საერთაშორისო შეფასება. დღევანდელი ცვლილებები ხვეწს კანონს იმისთვის, რომ უკვე მომავალ საანგარიშო პერიოდში გამომძიებლებმა კიდევ უფრო აქტიურად შეძლონ მუშაობა. კერძოდ, კანონში უკეთესი განმარტება იქნება იმის შესახებ, თუ რა არის ადამიანის ექსპლუატაცია და რა არის თანამედროვე მონობის პირობებში ადამიანის ჩაყენება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

წყარო 

ტეგები: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობა საკანონმდებლო ნორმები ტრეფიკინგი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker